ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა. ამის შესახებ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რუსეთის ლიდერი ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე დასასწრებად ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ერთობლივი განცხადება პირდაპირ არ ეხებოდა უკრაინას, ორმა ქვეყანამ ნატო ცივი ომის იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ გააქტიურება შავ ზღვაზე - ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლა, რასაც მთელი ევროპული და დასავლური სამყარო მოლაპარაკებებითა და მცდელობებით პასუხობს, რათა დარეგულირდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან.
GUARDIAN.GE - მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვლენების უკან. ყველამ კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საზღვრის კვეთის ბრალდებით მიმდინარე პროცესზე, ექსპრემიერს, ბიძინა ივანიშვილს და მოსთხოვა მას, რომ რუსთავის ციხეში მასთან ექმიმები შეუშვას.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.
2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.