უაღრესად საინტერესო, შინაარსიანი და დეტალური განხილვა იყო, იმ კომპლექსური საკითხების, რომელიც აქტუალურია, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე - საერთაშორისო დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.
2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვეღარ ჩააბარებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...“ - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მისი ყოფილი მოკავშირის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც უარყოფილია გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პარტია მისი ე.წ. პოლიტიკური პროექტია.
"საქართველო იქნება ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც არსებობდა პანდემიამდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს შეხვდა.
პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. ეს წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც უარყოფილია გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პარტია მისი ე.წ. პოლიტიკური პროექტია.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.