სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათიდან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართება. წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში, 239 იმერეთში, 78 კი აჭარაში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ ერთხელ განმტკიცდა 6 წლიანი პარტნიორობა და ლიბერთიმ კიდევ ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა 2021 წლის განმავლობაში საკუთარი ფინანსური სახსრებით ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.
გორში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსენება. ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული ზ.გ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.