მსოფლიო

GUARDIAN.GE - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული რაკეტის დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგადა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი მინიმუმ შვიდი ადამიანი გადაარჩინეს და დასძინა, რომ არსებობს შიში, რომ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს ნანგრევების ქვეშ.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან სამხედროების გაყვანა დაიწყეს, იტყობინება თავდაცვის წყარო. ამით სრულდება მასშტაბური ორდღიანი ოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა 12 პალესტინელი და ერთი ისრაელელი ჯარისკაცი. ისრაელის სამხედროებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში, პალესტინელი მებრძოლების მიერ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, ისრაელის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ინტენსიური სროლები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, მათ შორის დრონებით თავდასხმები წამოიწყეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 100 პალესტინელი.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯენინის ბანაკზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. BBC -ის ცნობით, ბანაკზე მრავალი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთში სამდღიანი არეულობების შემდეგ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ქუჩებში უფრო მეტი მეტი პოლიცია იქნება განალგებული. მან დაჟნებით მოუწოდა მშობლებს მოარიდონ თავიანთი შვილები საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებს, სადაც არეულობა სუფევს.

სრულად...

GUARDIAN.GE - მესამე ღამეა, რაც საფრანგეთში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. პარიზში პოლიციის დიდი რაოდენობით განლაგების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს, ავტომანქანები კი ცეცხლის ალში გახვიეს. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. საფრანგეთში არეულობების ჩასაცხრობად 40 000 პოლიციელია ქუჩებში განლაგებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დერმანინის განცხადებით, 667 ადამიანია დაკავებული.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლილეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 77 ადამიანი.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის კათედრალურ მოედანზე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების, როსგვარდიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც, მისი თქმით, „სამოქალაქო ომი შეაჩერეს“. „თქვენ დაიცავით კონსტიტუციური წესრიგი, სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება. გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო შოკისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. რთულ მდგომარეობაში თქვენ მოქმედებდით მკაფიოდ, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება რუსი ხალხისა და სამხედრო ფიცისადმი, აჩვენეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედისა და მისი მომავლისადმი“, - თქვა პუტინმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა. წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში, პუტინი ამბობს, რომ მოვლენების დასაწყისიდანვე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება წარმოშობილი საფრთხის ნეიტრალიზებისათვის, კონსტიტუციური წესრიგის, მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად.

სრულად...

GUARDIAN.GE - 24 ივნისს „ვაგნერის“ მეთაურის, სერგეი პრიგოჟინის და მის დაქირავებული მებრძოლების მიერ მოწყობილი ამბოხი „რუსეთის სტაბილურობისთვის გამოწვევა“ იყო, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა. მისი შეფასებით, ქვეყანა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარშემო უნდა დარჩეს გაერთიანებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი