GUARDIAN.GE - სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორის, მათემატიკის უფროსი მასწავლებლის, ლუსია ბოზოიანის განცხადებით, 2011 წელს, როდესაც დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთი წელი იმუშავებდა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირად, მაგრამ 12 წლის გასვლის შემდეგაც ისევ დირექტორის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას.
GUARDIAN.GE - არაქართულენოვანი საჯარო სკოლებიდან პრაქტიკოსი მასწავლებლების მასობრივად დათხოვნის პროცესმა შესაძლოა, სკოლებში დიდი საკადრო დეფიციტი შექმნას, რადგან პერიფერიებში ახალი კადრების მოძიების პროცესი მარტივი არ იქნება, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარმან გურბანოვმა განუცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში, სკოლის მაშინდელმა დირექტორმა, საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ჩინარიკ ერანოსიანმა მუზეუმი დააფუძნა, მუზეუმში წარმოდგენილი ძველი ნივთები და ნაკეთობები კი, სოფლის მოსახლეობამ უანგაროდ გაიღო.
„თავიდან, როცა ბავშვებს თბილისში ექსკურსიაზე წაყვანა შევთავაზეთ, ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ პირადობის მოწმობა არ მაქვსო, საზღვარზე არ გამიშვებენო, ამიტომ ვერ წამოვალო - არ ეგონა თავისი თავი საქართველოს მოქალაქე; ეგონა, რომ სომხეთში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასეთი სურათი იყო 10 წლის წინ აქ“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა ვენერა მღებრიშვილმა განუცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. ამილახვარის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.
GUARDIAN.GE - „საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა. მე დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ საქართველოში - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ხანდოში. მთელი გულით მიყვარს ჩემი ქვეყანა, საქართველო“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ზოია ნაზარიანმა ქართულ ენაზე განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.