გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…
ახლა მოვუსმინე მიშას შვილს, ედუარდს და მინდა გითხრათ, რომ მიშას შესაძლოა ბევრი რამ დაუშავებია, მაგრამ საუკეთესო შვილი კი გაუზრდია...
სააკაშვილს ადვოკატები და სხვა მნახველები არ ეტყვიან, მათ თავისი ინტერესი აქვთ, და რაკი ტელევიზორს უყურებს, იქნებ, ვინმე გონიერი გამოჩნდეს, ვინც შეაგნებინებს:
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობდა, მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. „დიდგორი 2021“-ის საპატიო დაფები და კოინები მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გადასცეს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატომ აღიაროს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატოს სტანდარტებთან.
გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას - სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმისდა მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი დასასრულს უახლოვდება და თუკი კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ვფიქრობთ, ძალიან მალე ახალ სკოლაში განვაგრძობთ სასწავლო პროცესს, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ლიანა პილტოიანმა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის ევროატლანტიკური და ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.