საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე გააკეთა.
თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სააალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამხედრო მოსამსახურის ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე, ქეთევან ბერიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, წვრთნების ფარგლებში, სამხედროებთან ერთად, ჰაერიდან წყალზე თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომაში მიიღო მონაწილეობა.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდა შესაძლებელი. საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად, სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება, გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს.
v27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულებიდან 28 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.