"მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვანსხვავებ არცერთ ტელევიზიას, არცერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან და დიდ პატივს ვცემ მედიას და ვაფასებ მათ შრომას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ოთარ ფარცხალაძის მამა შეწუხებული მოვიდა და მითხრა, ჩემს შვილს გერმანიაში უსიამოვნება შეემთხვა, ეგებ დამეხმაროო, – ასე იხსენებს წლების წინანდელ მოვლენებს ყოფილი მთავარი პროკურორის მამის თანამშრომელი. ვაჟა კაპანაძემ გერმანიის ინციდენტის დეტალები "კვირას" ექსკლუზიურად მოუთხრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.