იტალიაში, პერუჯადან 66 კილომეტრზე 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. როგორც AP იუწყება, მიწისძვრამ იტალიის დედაქალაქში საუკუნეების წინათ აშენებული შენობები შეარყია. ჯერჯერობით დაზიანებების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისძვრა ოთხშაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით 7 საათსა და 10 წუთზე მოხდა.
დაახლოებით ორი თვის წინათ, 23 აგვისტოს, ცენტრალურ იტალიაში მომხდარი ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით 300 ადამიანი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.