ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს, ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“
23-08-2016, 22:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი.

 


BBC-ის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პერუჯადან 76 კილომეტრში იყო.

 

 

 


გაზეთ La Repubblica-ს ცნობით, რომში შენობების ნაწილი 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.

 


მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის პროგნოზით, წინა მიწისძვრების მონაცემების გათვალისწინებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს.

 

 

 

 

 

„ნიუიორკ თაიმსის“ ცნობით, მიწისძვრამ ზიანი რამდენიმე ქალაქში გამოიწვია, ამატრისში კი მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ქალაქის მერის, სერგიო პიროზის თქმით, „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს“. მისი განცხადებით, ქალაქი მოწყვეტილია გარე სამყაროს, რადგან დაზიანებულია გზები და ხიდები. მან სატელევიზიო პირდაპირ ეთერში დახმარების მოწოდება გააკეთა. „ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“, აღნიშნა მან და საგანგებო სამსახურებს გზების გაწმენდაში დახმარებისკენ მოუწოდა.

 


„სახლები უკვე აღარ არსებობს აქ“, თქვა მან და დასძინა, რომ ადამიანები დამარხული არიან ნანგრევებში.

 

 

 

 

პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებით, მთავრობა კავშირზეა რეგიონული ხელისუფლების სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.

 


თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას. მას რამდენიმე მძლავრი ბიძგიც მოჰყვა.

 


2009 წელს აქუილას რეგიონში მომხდარ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომელიც ასევე იგრძნობოდა იტალიის დედაქალაქ რომში, 300 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

კომენტარები: 12
#12   Lamar Combs
      
Hi, it's Lamar!

Pretty much everyone is using voice search with their Siri/Google/Alexa to ask for services and products in 2018, and in 2019, it'll be EVERYONE of your potential clients. What you are missing out on.

Right now, I can only find guardian.ge on text search after going through a few pages (that's NOT good), competitors above are winning all the traffic and $$$$!

Fulfill all your visitors' questions on your site and earn their business! Find out how simple it is : https://goo.gl/6h8hfW

Get your VSO voice search optimized content: https://goo.gl/tQh8J7
Starts at $20, regular SEO content starts at $10

Cheers,
Lamar
21 დეკემბერი 2018 17:56
#11   fast
      
viagra fast delivery For Sale In Usa Stores With Next Day Delivery in Victoria .
29 სექტემბერი 2016 08:22
#10   eteri
      
ვიზიარებთ იტალიელი ხალხის მწუხარებას.უფალმადათმენის და გაძლების ძალა მოგცეთ...უფალო მათთან ერთად დაიფარე ჩემი ქართველები ყოველგვარი განსაცდელისგან
25 აგვისტო 2016 01:51
#9  ალექსანდრე
      
საშინელებაა ! ვიზიარებ იტალიელი ხალხის მწუხარებას ! ღმერთმა დაათმენინოთ და გააძლიეროს !
25 აგვისტო 2016 01:37
#8   nino
      
საშინელი ტრაგედიაა,სამძიმარს ვუცხადებ იტალიელ ხალხს, ვიზიარებ მათ მწუხარებას
24 აგვისტო 2016 22:40
#7   მანანა თურმანიძე
      
ვუთანაგრძნობ ჩემს საყვარელ იტალიელ ხალხს, გული მტკივა ამ საშინელი ტრაგედიის გამო, უფალო შეგვიწყალე!
P.S. თუკი საქართველოდან რაიმე სახის დახმარების ორგანიზება მოხდება, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.
24 აგვისტო 2016 17:55
#6   Leila khomeriki
      
ღრმა ნწუხარებას გამოვხატავ დაღუპალთა ოჯახების მიმართ. საშინელი ტრაგედიაა რამდენიმე წამში რამდენი სიცოცხლე გაჩერდა
24 აგვისტო 2016 14:05
#5  veriko
      
UFALO shegviwyale da shegvinde :( vutanagrdznob dagupulta axloblebs..gmertma gaadzlierot.
24 აგვისტო 2016 14:00
#4   ასმათი აუგუსტინი
      
საშინელებაა.სამძიმარს ვუცხადებ იტალიელ ხალხს და მთავრობას.ვიზიარებ მათ მწუხარებას
24 აგვისტო 2016 13:46
#3   valeriane
      
დძალიან შემშინდა ,როდესაც გავიგე ცჰემი შვილიშვილიდა ოჯახის ცევრებიც იქ არინ ჩასულები,ჩვენდა სასიკეტოდ იტალის სამხრეტთით კიდევ კრგი რომ არ მოხდა?
უთანგრდძნობ კველა დაუპულის ოჯახს,გრმა მცუხარებას გამოვთქვამ,მოხალისედ ჩემი შვილიც ცავა,ტუ საქტველოდან იქნება მსურველები?
24 აგვისტო 2016 07:14
#2   დავით ნიკოლაიშვილი
      
საშინელებაა,თან ღამე, ყველა სახლში იქნებოდა.თუ საქართველოს მთავრობამ შექმნა დახმარების ჯგუფი მეც წავალ და მივეხმარები სამაშველო საქმეებში
24 აგვისტო 2016 06:17
#1   ილია
      
ვაახ რა ცუდი ამბავია,ვწუხვარ
24 აგვისტო 2016 03:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი