ყირიმის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ვხედავთ მუქარის რიტორიკას რუსეთის მხრიდან, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სტოლტენბერგი ნატო-ს ქმედებებს რუსეთთან მიმართებაში "თავდაცვით და პროპორციულ ქმედებებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ალიანსი რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს.
ალიანსისი გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა უზრუნველყოს სათანადო შეკავება უსაფრთხოების სფეროში შექმნილ ახალ გარემოში.
"ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და არ გვსურს შეიარაღების რბოლა, ამიტომ ის, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი და პროპორციული ქმედებები. ამავე დროს, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ვხედავთ, რომ ის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახორციელებს და, რაც ყველაზე მთავარია, ვხედავთ, რომ ის მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები მეზობლების - ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.