დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები რუსეთის შესაკავებლად აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო თვითმფრინავებს, ჯარებს აგზავნის
26-10-2016, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდმა ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის მომავალ წელს რუმინეთში საბრძოლო თვითმფრინავებს გააგზავნის, შეერთებულმა შტატებმა კი პოლონეთში ჯარების, ტანკების და არტილერიის გადასროლის პირობა დადო. აღნიშნული ნაბიჯები რუსეთის საზღვრებზე ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ემსახურება, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების განლაგება იქნება რუსეთის საზღვრებზე. ალიანსის ეს გადაწყვეტილება კი რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში შეკავებას ისახავს მიზნად.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ბრიტანეთს და ამერიკას გერმანია, კანადა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებიც შეუერთდებიან.

 


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 4 000-კაციანი მძლავრი ძალა ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, არის პასუხი რუსეთისადმი, რომელსაც, როგორც ალიანსს სჯერა, რუსული 330 000-კაციანი ჯარის გარკვეული ნაწილი განლაგებული ჰყავს დასავლეთის ფლანგზე, მოსკოვთან ახლოს. 

 

 

ვლადიმერ პუტინი ივლისში მკაცრად დაესხა თავს NATO-ს გადაწყვეტილებას, მისი 4 ბატალიონის პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში განლაგების თაობაზე. 

 


„მხოლოდ ამ თვეს რუსეთმა კალინინგრადში ბირთვული შესაძლებლობის ისკანდერის ტიპის რაკეტები განალაგა და შეაჩერა პლუტონიუმის შეთანხმების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან“, თქვა სტოლტენბერგმა, რომელმაც რუსეთი უკრაინაში მეამბოხეებისადმი მხარდაჭერის გაგრძელებაშიც დაადანაშაულა.

 

 

 

 

აღნიშნულ ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლიათ დარტყმები მიაყენონ სამიზნეებს პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, თუმცა ნატოს-ს ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს ეთქვათ რაიმე იმის შესახებ, გადაიტანეს თუ არა რუსებმა ბირთვული შეიარაღების ნაწილები კალინინგრადში.

 


ნატო-ს მიზანია, ივლისში ალიანსის ლიდერების მიერ გაცხადებული პირობა შეასრულოს და შეაკავოს რუსეთი ევროპის ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა.

 


ნატო-ს გეგმას შეადგენს ოთხი საბრძოლო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ჯამში 4 000 ჯარისკაცისაგან იქნება შემდგარი და რომელიც 40 000-კაციანი სწრაფი რეაგირების ძალისაგან იქნება მხარდაჭერილი და საჭიროების შემთხვევაში სხვა ძალებიც დაეხმარებიან.

 


ამ გეგმის ნაწილია შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ეშ კარტერის განცხადება, რომლის თანახმადაც 900 ჯარისკაცისაგან შემდგარი „საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბატალიონი“ აღმოსავლეთ პოლონეთში გაიგზავნება, ისევე როგორც სხვა ცალკე ძალები, რომელიც აღჭურვილი იქნება ტანკებით და სხვა მძიმე საბრძოლო მოწყობილობებით, გაიგზავნება აღმოსავლეთ ევროპაში.

 


„ეს მთავარი ნიშანია შეერთებული შტატების ვალდებულებების, გააძლიეროს შეკავება აქ“, -თქვა კარტერმა.

 


ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა მაიკლ ფელონმა თქვა, რომ ბრიტანეთი 800-კაციან მძლავრ ბატალიონს გააგზავნის ესტონეთში, რომელიც მაისიდან მხარდაჭერილი იქნება ფრანგული და დანიური ჯარებისაგან. შეერთებულ შტატებს სურს მისი ძალები ივნისისთვის განალაგოს.

 


ლონდონი ასევე სამხედრო თვითმფრინავებს გააგზავნის რუმინეთში, რათა შავი ზღვის პატრულირება მოახდინოს, ნაწილობრივ კი მას ამაში თურქეთი დაუჭერს მხარს.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ნატო-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - თქვა ფელონმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი