თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს. პროკურატურაში განაცხადეს, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი ქაღალდის მწარმოებელი ადგილობრივი ქარხნის დირექტორი ქემალ ბათმაზია.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბათმაზი თანამშრომლობდა ამბოხის იდეოლოგთან ადილ ოქსიუზთან, რომელიც უნივერსტეტის ყოფილი თანამშრომელი და ფეთჰულაჰ გიულენთან დაახლოებული პირია. გამოძიების ინფორმაციით, ბათმაზი თან ახლდა ოქსიუზს 2016 წლის მარტში, ივნისსა და ივლისში აშშ-ში ვიზიტებისას, რა დროსაც ისინი ფეთჰულაჰ გიულენს შეხვდნენ. ბოლოს ისინი აშშ-ში 11 ივლისს ჩავიდნენ და თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე - 13 ივლისს დაბრუნდნენ. ამჟამად ქემალ ბათმაზი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი გადატრიალების მცდელობაში ბრალს აშშ-ში ბაზირებულ სასულიერო პირს, ფეთჰულაჰ გიულენს სდებენ. თავად გიულენი უარყოფს რაიმე სახის ჩართულობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.