ერდოღანი ნიუ იორკში ჩავიდა: თუკი ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ჩვენი ნატო–ელი პარტნიორია, მაშინ მან თავშესაფარი არ უნდა მისცეს ისეთ ტერორისტს, როგორიც გიულენია
20-09-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა "თავშესაფარი არ უნდა მისცეს ისეთ ტერორისტს", როგორიც ამერიკაში ბაზირებული სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენია და მისი აქტივობები უნდა აიკრძალოს მთელ მსოფლიოში.

 


ერდოღანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს "არ გააჩნია გამამართლებელი საბუთი" იმისა, რომ არ გადასცეს თურქეთს გიულენი, ერდოღანის ყოფილი მოკავშირე, რომელიც 1999 წლის შემდეგ პენსილვანიაში დევნილობაში ცხოვრობს და რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებს, ათწლეულების განმავლობაში თურქეთის არმიასა და სამოქალაქო სექტორში მიმდევართა ქსელის ჩამოყალიბებასა და ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში.

 


"თუკი შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ჩვენი ნატო–ელი პარტნიორია... მაშინ მათ არ უნდა დართონ ნება გიულენის მსგავს ტერორისტს, მართოს მისი ორგანიზაცია", – განაცხადა ერდოღანმა, ნიუ იორკში გაეროს შტაბ–ბინაში "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 


ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის კვალდაკვალ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება.

 


კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებით ერდოღანს ეძლევა თავისუფალი ქმედებების საშუალება, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები და ოპონენტების წინააღმდეგ ერთპიროვნული ნაბიჯები გადადგას.

 


"ის შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ან ერთი თვით, ან კიდევ უფრო მეტი ხნით... გიულენის ხალხი ყველგან არის... ჩვენ განვაგრძობთ მათ იდენტიფიცირებას და შეთქმულთა დაპატიმრებებს... საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება დაეხმარება ამ პროცესს", – განაცხადა ერდოღანმა.

 


ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ დახურა სკოლები, მედია საშუალებები და ბიზნესები, რომელიც გიულენის მიერ იმართებოდა. ხელისუფლებამ სამსახურიდან გაათავისუფლა ან უფლებამოსილება შეუჩერა 100 000–ზე მეტ სამხედროს, პოლიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს. სულ მცირე 40 000 ადამიანია დაპატიმრებული.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი