ვებგვერდი, რომელმაც აშშ-ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 50 შტატში იწინასწარმეტყველა შედეგები, აცხადებს, რომ კლინტონი ტრამპზე 2-3 ნიშნულით ლიდერობს
07-11-2016, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკური ანალიზის ვებგვერდი FiveThirtyEight რომელსაც სათავეში უდგას ნეით სილვერი, რომელმაც შეერთებული შტატების 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 50 შტატში შესანიშნავად იწინასწარმეტყველა შედეგები, აცხადებს, რომ უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპზე საშუალოდ 2-3 ნიშნულით ლიდერობს. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

 

 

ამასობაში კი შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, კანდიდატები საბოლოო შეხვედრებს მართავენ ამომრჩევლებთან.

 

 

ტრამპის საარჩევნო კამპანიის თვითმფრინავი შუაღამისას დაეშვა საარჩევნო ორთაბრძოლის მთავარ ველად ქცეული ფლორიდის შტატში, სადაც გამარჯვება მთავარ წინაპირობადაა მიჩნეული, თუ მას სურს მიაღწიოს თეთრ სახლამდე.

 


იგი ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე, ქალაქ სარასოტაში თავის მხარდამჭერებს მიმართავს. ერთ-ერთი ჟურნალისტის ცნობით, ტრამპის მხარდამჭერები სამი საათით ადრე, უკვე შეკრებილნი არიან ქალაქის რობარტის არენაზე.

 

 

არჩევნებამდე 2 დღით ადრე კი FBI -მ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით დაწყებული ახალი გამოძიების შედეგად დანაშაულებრივი სამხილი არ უპოვიათ, რამაც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიას ახალი იმპულსი შესძინა.

 

 

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესს უთხრა, რომ მისმა სააგენტომ ვერაფერი მონახა ისეთი, რამაც შეიძლება მისი თავდაპირველი დასკვნა შეცვალოს.

 


ივლისში მან თქვა, რომ კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მგრძნობიარე მასალების მისი კერძო ელექტრონული წერილების სერვერის გამოყენებით გადაცემის გამო, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას, მაგრამ არა დანაშაულს.

 


საკითხმა სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ არჩევნებამდე 11 დღით გასცა ორდერი ჩაეტარებინა გამოძიება კლინტონის მთავარი მრჩევლის ელექტრონული წერილების მონაცემთა ბაზის შესწავლის თაობაზე.

 

 

ელექტრონული წერილები ჰუმა აბედინისაგან, სავარაუდოდ, მისი ცალკე მცხოვრები ქმრის, ყოფილი კონგრესმენის ანტონი ვეინერის პორტატულ კომპიუტერში იპოვეს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ძიება 650 000 ელექტრონულ წერილს ეხებოდა.

 


საგამოძიებო ბიუროს სჯეროდა, რომ აღნიშნული ელექტრონული წერილები შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის წინა გამოძიებასთან, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერის გამოყენებას უკავშირდებოდა.

 

 

არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის პერიოდში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ დაწყებულმა ახალმა გამოძიებამ ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე, დონალდ ტრამპი გააძლიერა.

 

 

კომიმ კვირას დაწერა: „ჩემი წერილის შემდეგ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებელთა ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა დიდი მოცულობის იმ ელექტრონული წერილების შემოწმების მხრივ, რომელიც მიღებულ იქნა მოწყობილობიდან, რომელიც სისხლის სამართლის კავშირში არმყოფ გამოძიებას ეხებოდა.

 


„ამ პროცესში, ჩვენ განვიხილეთ ყველა კომუნიკაცია, რომელიც ჰილარი კლინტონისადმი ან მისგან იყო, იმ დროის განმავლობაში, როცა იგი სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

 


„ჩვენი განხილვის საფუძველზე, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი დასკვნები, რომელიც გამოვხატეთ ივლისში, მდივან კლინტონთან დაკავშირებით“.

 

 

ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის თვითმფრინავის ბორტზე, „დემოკრატების“ კანდიდატის გუნდმა განაცხადა, რომ მათ ყოველთვის სჯეროდათ ამგვარი შედეგის დადგომის.

 

 

კომუნიკაციების დირექტორმა ჯენიფერ პალმიერიმ მედიას უთხრა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს საქმე გადაწყვეტილია“.

 


მაგრამ ტრამპის გუნდმა FBI-ს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.

 

 

„რესპუბლიკელების“ კანდიდატის მრჩეველმა ნიუტ ჯინჯრიჩმა „თვითერზე“ დაწერა: „კომი უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, რომ ამგვარ დათმობაზე წასულიყო, რომ გამოეცხადებინა რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა რომ მან არც იცოდეს“.

 

 

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, იმ ფონზე, როცა თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლამ კულმინაციას მიღწია, ონლაინ პლატფორმებს ირლანდიიდან აიოვამდე, მილიონობით ადამიანი ჰყავთ ჩართული სანაძლეოს დადებაში, იმ იმედით, რომ ხელი გამოჰკრან უზარმაზარ ფინანსურ მოგებას „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონის თუ „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის გამარჯვებით. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 

 

დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სანაძლეო ონლაინ ჯგუფმა Betfair-მა განაცხადა, რომ მისი „შემდეგი პრეზიდენტის“ ბაზარი იმისთვის დაფუძნდა, რომ გახდეს ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცე, რაც კი ოდესმე ამ სფეროს უნახავს და მოელიან, რომ ის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის დროინდელ ვაჭრობასაც გადაასწრებს.

 

კომენტარები: 116
#116   Cory
      
References:


Payid withdrawal casino thitrungruangclinic.com
დღეს, 19:26
#115   Ryder
      
References:


Neosurf casino banking australia 10 dollar neosurf casino australia
გუშინ, 16:05
#114   Lizzie
      
References:


Prelevare casino mastercard codimd.camba.coop
გუშინ, 07:56
#113   Theresa
      
References:


Best aussie bank transfer casinos https://cornetmole72.werite.net
გუშინ, 07:47
#112   Milo
      
References:


Wire transfer casino verification australia fast payout wire transfer casino australia
გუშინ, 07:27
#111   Randi
      
References:


Pokies real money online http://www.okaywan.com/home.php?mod=space&uid=865277
13 ნოემბერი 2026 17:14
#110   Jeanne
      
References:


Sofortüberweisung casino ohne anmeldung online
spielautomaten sofort
13 ნოემბერი 2026 04:29
#109   Virginia
      
References:


Anonymous neosurf casinos new casino sites accepting neosurf australia
11 ნოემბერი 2026 15:52
#108   Jack
      
References:


Klarna auszahlung casino pay n play casino sofort
11 ნოემბერი 2026 10:05
#107   Gail
      
References:


Slots mit klarna bezahlen freispiele sofortüberweisung
10 ნოემბერი 2026 14:55
#106   Monserrate
      
References:


Free payid pokies https://md.sigma2.no/5dffoGyKR_yLGG21nxPUDg
10 ნოემბერი 2026 12:22
#105   Terrie
      
References:


Casino app sofortüberweisung dok.kompot.si
10 ნოემბერი 2026 04:27
#104   Bruce
      
References:


Payid pokies facebook real money no deposit bonus what is a pokie in australia
9 ნოემბერი 2026 15:40
#103   Franklyn
      
References:


Casino neosurf australia neosurf casino
aud deposit
9 ნოემბერი 2026 09:41
#102   Annie
      
References:


Live bank transfer casino australia docs.monadical.com
30 ოქტომბერი 2026 20:12
#101   Hope
      
References:


MiFinity casino tablet Australia MiFinity crypto casino Australia
29 ოქტომბერი 2026 12:24
#100   Doreen
      
References:


Deposit with MiFinity casino Australia freudwiki.site
27 ოქტომბერი 2026 15:58
#99   Angus
      
References:


Top osko casino sites PayID Osko
gambling sites
23 ოქტომბერი 2026 12:16
#98   Richelle
      
References:


Casinos that take MiFinity https://hedgedoc.envs.net/gzTg1th7RpGB4xSVEJzMdw
22 ოქტომბერი 2026 16:20
#97   Duane
      
References:


How long do Osko withdrawals take https://www.nlvbang.com/home.php?mod=space&uid=3288843
21 ოქტომბერი 2026 02:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი