ვინ გაიმარჯვებს - კლინტონი თუ ტრამპი? სანაძლეო საიტებზე ნიძლავის დადების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
07-11-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, იმ ფონზე, როცა თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლამ კულმინაციას მიღწია, ონლაინ პლატფორმებს ირლანდიიდან აიოვამდე, მილიონობით ადამიანი ჰყავთ ჩართული სანაძლეოს დადებაში, იმ იმედით, რომ ხელი გამოჰკრან უზარმაზარ ფინანსურ მოგებას „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონის თუ „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის გამარჯვებით. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 

 

დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სანაძლეო ონლაინ ჯგუფმა Betfair-მა განაცხადა, რომ მისი „შემდეგი პრეზიდენტის“ ბაზარი იმისთვის დაფუძნდა, რომ გახდეს ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცე, რაც კი ოდესმე ამ სფეროს უნახავს და მოელიან, რომ ის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის დროინდელ ვაჭრობასაც გადაასწრებს.

 

 

კვირისათვის, კომპანიას დაახლოებით 130 მილიონი დოლარის ვაჭრობა ჰქონდა, მაშინ როცა „ბრექსითის“ რეფერენდუმზე ვაჭრობამ 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - განაცხადა Betfair-ს წარმომადგენელმა ნაომი ტოტენმა. ჯერჯერობით კი ეს თანხა 50 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე 2012 წლის არჩევნებზე იყო.

 

 

ირლანდიურ Paddy Power -ში, რომელიც Betfair-სთან გაერთიანდა მიმდინარე წლის დასაწყისში, „შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს „ყველაზე დიდ პოლიტიკურ მოვლენად“ მიიჩნევენ და აქედან გამომდინარე, მას 10 ყველაზე გაყიდვად ღონისძიებათა შორის მოიაზრებენ.

 


Betfair-სის „შემდეგი პრეზიდენტის“ ბაზარს კი ამ დრომდე შეერთებული შტატების არჩევნებთან კავშირში მყოფ 70-ზე მეტ ბაზარზე, ყველაზე დიდად მიიჩნევენ.

 

 

თვით პოლიტიკისაგან შორს მდგომმა ადაიანებმაც კი იციან თუ ვინა არის ტრამპი, განაცხადა მაკ ან ლომაირმა. „ტრამპი ძალიან ცნობილია“.

 

 

Ladbrokes-მა, სათამაშო ბიზნესის დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც მისი ბაზრები 4 წლის წინათ გაიხსნა, 5 მილიონი ფუნტის სანაძლეო დაიდო, რაც 2012 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის ორმაგ თანხას წარმოადგენს.

 

 

სამივე საიტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამშაბათის არჩევნებზე სანაძლეოს დამდებთა 83 პროცენტი ჰილარი კლინტონის გამარჯვების შესაძლებლობას უშვებს. კლინტონის გამარჯვების შესაძლებლობამ რამდენიმე პროცენტით აიწია კვირას, მას შემდეგ, რაც ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ძალაში დატოვა ივლისში მიღებული დასკვნები, რომლის თანახმადაც ჰილარი კლინტონი არ იქნა მიჩნეული დამნაშავედ მისი სახელმწიფო მდივნის პოსტზე საქმიანობისას ელექტრონული იმეილების კერძო სერვერის გამოყენებისთვის.

 

 

Betfair-მა პარასკევს განაცხადა, რომ ტრამპი ნამდვილ ფავორიტად აღმოცენდა მოთამაშეთა ერთი ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი „ბრექსითის“ მხარდამჭერებისთვის. მისი მომხმარებლების 2/3, რომელიც მხარს უჭერდა „ბრექსიტის“ შედეგს, ასევე მხარს უჭერს ტრამპს Betfair-ზე.

 


პოლ კრიშნამარტი, პროფესიონალი მოთამაშე 15 წლის განმავლობაში, რომელიც Betfair-ში ანალიტიკოსად მუშაობს და ასევე მიმომხილველია „პოლიტიკოში“, მათ შორის არაა. მან „როიტერსს“ განუცხადა, რომ იგი 28 000 აშშ დოლარს წააგებს, თუკი ტრამპმა გაიმარჯვა.

 


კრიშნამარტიმ, რომელმაც თქვა, რომ სანაძლეოს დადებით მან მის კარიერაშიდაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი გამოიმუშავა, განაცხადა: „მე, პირადად, მჯერა, რომ იგი [კლინტონი] დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“.

 

 

კომენტარები: 4
#4   გია
      
ტრამპი გაიმარჯვებს.
7 ნოემბერი 2016 09:38
#3   maia kapanadze
      
კლინტონი
7 ნოემბერი 2016 08:55
#2  ლაშა
      
ალბათ ტრამპი ვერ გახდება პრეზიდენტი. ზოგადად, ძალიან სახიფათო ადამიანი ჩანს და არცაა სასურველი ასეთი არაპგრნოზირებადი ადამიანი იყოს სუპერ-სახელმწიფოს სათავეში. პრეზიდენტი სავარაუდოდ, ჰილარი კლინტონი გახდება და განაგრძობს ობამას პოლიტიკას, ზოგიერთ სფეროში, საგარეო პოლიტიკაში კი განსაკუთრებით, ალბათ უფრო ქმედითი და მკაცრიც იქნება.
7 ნოემბერი 2016 06:31
#1   ანდრო
      
მე რატომღაც მგონია რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, ტრამპი ძალიან უხეშ განცხადებებს აკეთებს როგორიც საპრეზიდენტო კანდიდატს აე შეეფერება.
7 ნოემბერი 2016 06:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი