ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაჯგუფების ცნობით, ბაზის სასადილოსთან თავი ერთ-ერთმა თვითმკვლელმა აიფეთქა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თავდაცვის უწყების ცნობით, ბაზა ბაგრამზე საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
"თალიბანმა" გუშინ ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზეც მოაწყო თავდასხმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო, მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.