დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ერთი და იმავე სქესის ქორწინების კანონმდებლობის გაუქმებას არ შეეცდება
13-11-2016, 23:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მის პირველ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, CBS-სთან განაცხადა, რომ იგი არ შეეცდება ერთი და იმავე სქესის ქორწინების კანონმდებლობის გაუქმებას. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ტრამპი ასევე უარს იტყვის პრეზიდენტის 400 000 დოლარის ხელფასზე და ამის ნაცვლად წელიწადში 1 დოლარს აიღებს.

 

 

ამავე ინტერვიუში ტრამპმა მკაფიოდ დაადასტურა მისი მზაობა, რომ ქვეყნიდან სამ მილიონამდე კრიმინალი ემიგრანტის გაძევებას ან დაპატიმრებას გეგმავს. მან ასევე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალი კანდიდატები იქნებიან „პრო-ცხოვრების“ (ვინც წინააღმდეგობას უწევენ აბორტს - ორსულობის ადრეულ სტადიაზე შეწყვეტას და ევთანზიას - უმტკივნეულო სიკვდილს).

 

 

კვირას ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მომავალ გუნდში ორ საკვანძო პოსტზე დანიშვნების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ვისზეც მან ყურადღება შეაჩერა რესპუბლიკური პარტიის მღალჩინოსანია, მე-2 კი კონსერვატიული მედიის ხელმძღვანელი. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი