დონალდ ტრამპმა ორ საკვანძო თანამდებობაზე დანიშვნების გადაწყვეტილება მიიღო
13-11-2016, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მომავალ გუნდში ორ საკვანძო პოსტზე დანიშვნების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ვისზეც მან ყურადღება შეაჩერა რესპუბლიკური პარტიის მღალჩინოსანია, მე-2 კი კონსერვატიული მედიის ხელმძღვანელი. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

რაინს პრიბესი, რესპუბლიკელების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე (RNC), თეთრ სახლში მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება.

 


სტივენ ბანონი, კონსერვატიული Breitbart-ის ახალი ამბების ქსელიდან, ტრამპის მთავარ სტრატეგისტად იმსახურებს.

 

 

ბანონი, ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და ამდენად, Breitbart--ის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიდან დროებით გადამდგარი იყო.

 


„რესპუბლიკელი“ დონალ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს და ჩაანაცვლებს „დემოკრატ“ ბარაქ ობამას, რომელიც პრეზიდენტობის მე-2 ვადას დაასრულებს.

 


შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს 60.3 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნაკლებმა ვიდრე ჰილარი კლინტონს, რომელსაც 60.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. მაგრამ ტრამპის მაღალმა შედეგებმა უმთავრეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში, მათ შორის მიჩიგანში, განაპირობა მისი უპირატესობა ხმების რაოდენობის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგიაში, გამარჯვებისთვის 270 ხმის მოგროვებაა საჭირო, ტრამპს კი 50 შტატიდან-48 ში დათვლილი მონაცემების მიხედვით, მიღებული აქვს კოლეგიის 290 ხმა, ჰილარი კლინტონს 228 ხმა.

 

 

ჰილარი კლინტონი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე 2009-იდან 2013 წლამდე მსახურობდა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ოთხშაბათს, გამოჩნდა.

 

 

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა მის პირველ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, CBS-სთან მკაფიოდ დაადასტურა მისი მზაობა, რომ ქვეყნიდან სამ მილიონამდე კრიმინალი ემიგრანტის გაძევებას ან დაპატიმრებას გეგმავს. მან ასევე თქვა:

 

 

უზენაესი სასამართლოს მომავალი კანდიდატები იქნებიან „პრო-ცხოვრების“ (ვინც წინააღმდეგობას უწევენ აბორტს - ორსულობის ადრეულ სტადიაზე შეწყვეტას და ევთანზიას - უმტკივნეულო სიკვდილს)

 

 

იგი არ შეეცდება ერთი და იმავე სქესის ქორწინების კანონმდებლობის გაუქმებას

 


იგი უარს იტყვის პრეზიდენტის 400 000 დოლარის ხელფასზე და ამის ნაცვლად წელიწადში 1 დოლარს აიღებს.

 


ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი „ძალზე წარმატებული გუნდი მასთან ერთად ქვეყნის მართვის მიმართულებით განაგრძობს საქმიანობას“.

 


„სტივი და რაინსი მღალკვალიფიციური ლიდერები არიან. ისინი ერთად მუშაობდნენ ჩვენ კამპანიაში და მიგვიყვანეს ჩვენ ისტორიულ გამარჯვებამდე. ახლა მე მეყოლება გუნდი ჩემთან თეთრ სახლში, რომ ვიმუშავოთ იმისათვის, რომ ისევ გავხადოთ ამერიკა დიდებულ ქვეყნად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი