პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მის პირველ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, CBS-სთან განაცხადა, რომ იგი უარს იტყვის პრეზიდენტის 400 000 დოლარის ხელფასზე და ამის ნაცვლად წელიწადში 1 დოლარს აიღებს. ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ტრამპმა ასევე თქვა, რომ არ შეეცდება ერთი და იმავე სქესის ქორწინების კანონმდებლობის გაუქმებას.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა მკაფიოდ დაადასტურა მისი მზაობა, რომ ქვეყნიდან სამ მილიონამდე კრიმინალი ემიგრანტის გაძევებას ან დაპატიმრებას გეგმავს. მან ასევე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალი კანდიდატები იქნებიან „პრო-ცხოვრების“ (ვინც წინააღმდეგობას უწევენ აბორტს - ორსულობის ადრეულ სტადიაზე შეწყვეტას და ევთანზიას - უმტკივნეულო სიკვდილს).
კვირას ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მომავალ გუნდში ორ საკვანძო პოსტზე დანიშვნების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ვისზეც მან ყურადღება შეაჩერა რესპუბლიკური პარტიის მღალჩინოსანია, მე-2 კი კონსერვატიული მედიის ხელმძღვანელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.