ჰილარი კლინტონი: „ბევრჯერ მქონდა ამ ერთი კვირის განმავლობაში მომენტი, როცა მხოლოდ ის მინდოდა, რომ მოვკალათებულიყავი რაიმე კარგ წიგნთან ერთად და არასოდეს გავსულიყავი სახლიდან“
16-11-2016, 23:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰილარი კლინტონმა გახსნილად ისაუბრა მის იმედგაცრუებაზე დონალდ ტრამპთან არჩევნებში დამარცხების თაობაზე მას მერე, რაც 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

 


BBC -ის ცნობით, „დემოკრატმა“ კანდიდატმა ვაშინგტონ დი სიში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მას სახლიდან გასვლის სურვილი ჰქონდა გამქრალი.

 


მან ბავშვების საქველმოქმედო საზოგადოებას უთხრა, რომ არჩევნებმა ბევრი ამერიკელისთვის ფასეულობების გადაფასება გამოიწვია.

 


კლინტონმა პოპულარული, პირდაპირი კენჭისყრა თითქმის მილიონი ხმით მოიგო, მაგრამ შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც ირჩევს საბოლოოდ პრეზიდენტს, ხმების რაოდენობით ტრამპმა მნიშვნელოვნად გადაუსწრო, გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მოაგროვა, რის შედეგადაც კლინტონი დამარცხდა.

 


„ახლა მე ვაღიარებ, რომ ამ საღამოს აქ მოსვლა არ იყო ყველაზე ადვილი რამ ჩემთვის“, განაცხადა მან.

 


„ბევრჯერ მქონდა ამ ერთი კვირის განმავლობაში მომენტი, როცა მხოლოდ ის მინდოდა, რომ მოვკალათებულიყავი რაიმე კარგ წიგნთან ერთად და არასოდეს გავსულიყავი სახლიდან“.

 


მან განაგრძო: „მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ღრმად ხართ გაწბილებული არჩევნების შედეგებით. მეც ასევე ვარ, უფრო მეტად, ვიდრე ეს შემიძლია გამოვხატო.

 


„ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი. ვიცი, რომ მომავალი კვირების განმავლობაში ბევრი ადამიანი შეეკითხება თავიანთ თავს, არის თუ არა ამერიკა ქვეყანა, რომელსაც ვფიქრობდით რომ იყო.

 


გამოაშკარავდა დაყოფა, რომელიც ამ არჩევნებს ღრმად ახლდა, მაგრამ გთხოვთ ყური დამიგდოთ რასაც მე ვამბობ.

 


„ამერიკა არის ღირებული. ჩვენი ბავშვები არიან ღირებული. გწამდეთ ჩვენი ქვეყნის, იბრძოლეთ ჩვენი ღირებულებებისთვის და არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ“.

 


გასულ კვირას, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მის მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპს უნდა მიეცეს ქვეყნის ხელმძღვანელობის საშუალება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი