დამარცხების შემდეგ პირველი საჯარო გამოჩენის დროს ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ დონალდ ტრამპს უნდა მიეცეს ქვეყნის გაძღოლის შანსი
09-11-2016, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰილარი კლინტონმა, დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა მიეცეს ქვეყნის გაძღოლის შანსი.

 


დამარცხების შემდეგ პირველი საჯარო გამოჩენის დროს კლინტონმა თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ ტრამპი ამერიკელებისთვის წარმატებული პრეზიდენტი იქნება.

 


„ჩვენ ვიხილეთ, რომ ჩვენი ერი არის უფრო დაყოფილი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, - თქვა მან.

 

 

დონალდ ტრამპი არჩევნებში გასაოცარი გამარჯვების შემდეგ, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება.

 


კლინტონმა დაჟინებით მოუწოდა მის მხარდამჭერებს პატივი სცენ არჩევნების შედეგებს, განაცხადა რა რომ კონსტიტუციით სათუთად არის დაცული ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

 


„ვწუხვარ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში იმ ღირებულების გასაძლიერებლად რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, - მიმართა ჰილარი კლინტონმა ნიუ იორკში შეკრებილ მხარდამჭერებს.

 


"მე ველოდები რომ გვექნება ჩინებული, ჩინებული ურთიერთობები" სხვა ქვეყნებთან, განაცხადა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

 

 

"არც ერთი ოცნება არ არის ძალზე დიდი; არც ერთი გამოწვევა არაა მეტისმეტად დიდი. ამერიკა აწი აღარ გადაწყვეტს არც ერთ, საუკეთესოზე ნაკლებ საკითხს. ჩვენ კვლავ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი და ვიოცნებოთ ფართოდ და გაბედულად.


"მე ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილას დავაყენებ".



ტრამპმა თქვა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა ჰილარი კლინტონი და გამარჯვება მიულოცა.



ტრამპმა ამერიკელებს უთხრა: "დროა შევიკრათ, როგორც ერთი, გაერთაინებული ხალხი".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი