დონალდ ტრამპმა, შაბათს, დაიცვა მისი გადაწყვეტილება უფუნქციო ტრამპის უნივერსიტეტში უძრავი ქონების სემინარებისთვის სტუდენტების მიერ გაღებული თანხის უკან გადახდის თანხმობის თაობაზე და განაცხადა, რომ არ აქვს დრო იბრძოლოს თაღლითობის საქმეზე სასამართლოში ახლა, რადგან, „როგორც პრეზიდენტმა, ფოკუსირება უნდა
მოვახდინო ჩვენ ქვეყანაზე“. ამის შესახებ „როიტერსი“ ტრამპის მიერ „თვითერზე“ გაკეთებული განცხადების მიხედვით წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპა უარყო რაიმე არამართებული ქმედების ჩადენა, იგი პარასკევს დათანხმდა გადაიხადოს 25 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა სასამართლო პროცესი შეწყდეს.
„თვითერზე“ გამოქვეყნებულ მე-2 განცხადებაში მან თქვა: „ერთადერთი ცუდი რამ საპრეზიდენტო გამარჯვებაში ისაა, რომ მე არ მქონდა დრო წავსულიყავი ტრამპის უნივერსიტეტის ხანგრძლივ, მაგრამ გამარჯვების მომტან სასამართლო პროცესზე. ძაან ცუდი!“
ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა პარასკევს გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „ტრამპის უნივერსიტეტის“ სამ სასამართლო პროცესზე $25 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ყოფილმა სტუდენტებმა შეიტანეს, რომელთაც, თითოეულმა, $35 000 გადაუხადეს ტრამპის უფუნქციო უნივერსიტეტს.
ტრამპი კანდიდატობის პერიოდში გააკრიტიკეს იმის თქმის გამო, რომ კალიფორნიელი მოსამართლის მიერ განხილული საქმე ვერ იქნებოდა სამართლიანი, რადგან იგი მექსიკური წარმომავლობისაა.
ბიზნესმენის წინააღმდეგ სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს კალიფორნიასა და ნიუ იორკში.
აღნიშნულ საქმეებზე ერთ-ერთი პროცესი სან დიეგოში 28 ნოემბრისთვის დაინიშნა, მიუხედავად ტრამპის ვექილების მცდელობისა, გადადებულიყო საქმის განხილვა.
ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შხნეიდერმანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დღევანდელი $25 მილიონის თანხის გადახდის შეთანხმება არის გასაოცარი უკან დახევა დონალდ ტრამპის და მთავარი გამარჯვება მისი თაღლითური უნივერსიტეტის 6 000-ზე მეტი მსხვერპლისა.
„ტრამპის უნივერსიტეტის მსხვერპლნი დღევანდელ შედეგეს წლების განმავლობაში ელოდნენ და მე მოხარული ვარ, რომ მათი მოთმინება - და შეუპოვრობა - ამ $25 მილიონის თანხის გადახდის შეთანხმებით დაჯილდოვდება“.
შხნეიდერმანი 2010 წელს დახურული უნივერსიტეტის საქმეზე ცდილობდა ტრამპისთვის $40 მილიონი გადაეხდევინებინა.
მან ტრამპის უნივერსიტეტს „თავიდან ბოლომდე თაღლითობა“ უწოდა ივლისში, და დასძინა, რომ ორგანიზაციამ გამოიყენა „ცრუ დაპირებები, რათა ძალზე მოწადინებული ადამიანებისაგან მოტყუებით გამოეძალა ფული“.
შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე გონზალო კურიელი, რომელიც კალიფორნიის ორ საქმეს თავმჯდომარეობს, მოუწოდებდა ორივე მხარეს მორიგებულიყვნენ სასამართლოს გარეთ, რაზეც ტრამპი კამპანიის დროს არ თანხმდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.