ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობასა და ტრამპის უფუნქციო უნივერსიტეტთან დაკავშირებით საქმე აღძრა
14-09-2016, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შხნეიდერმანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ოფისმა დაიწყო გამოძიება დონალდ ტრამპის ფონდის შესახებ, რათა გაეცეს პასუხი იმას, იყო თუ არა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ქველმოქმედება შტატის კანონებთან შესაბამისობაში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.

 


შხნეიდერმანმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დემოკრატი მოწინააღმდეგის, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერია, ტრამპის უფუნქციო უნივერსიტეტის 2013 წელს თაღლითობის გამო, 40 მილიონი დოლარისა და დამატებით ჯარიმების და სხვა ხარჯების ანაზღაურების გამოძიების მიზნით, უძრავი ქონების მაგნატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 


"ჩვენ გაგვაჩნია წუხილი რომ ტრამპის ფონდი შესაძლოა ჩაბმული ყოფილიყო რაიმე გადაცდომაში", – განაცხადა არჩეულმა ოფიციალურმა პირმა დემოკრატიული პარტიიდან და დაამატა:

 


"ჩვენ ვიძიებთ ტრამპის ფონდის საქმიანობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის შეესაბამება ნიუ იორკის ქველმოქმედებასთან მიმართებით არსებულ კანონებს". მას არ განუხილავს თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ტრამპის არაკომერციულ ორგანიზაციას კანონსაწინააღმდეგოდ.

 


ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა სტივ ჩუინგმა შხნეიდრმანის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორი მთლიანად არის საპრეზიდენტო პოლიტიკით მოტივირებული, უწოდა რა გენერალურ პროკურორს "მიკერძოებული პირი, რომელიც კლინტონის ფონდზე წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა".

 


ჩუინგმა შხნეიდერმანის კომენტარებს უწოდა "არაფერი მეტი, თუ არა მორიგი დარტყმა მემარცხენე ფრთიდან", რომლის მიზანიცაა ამჟამიმინდელი საარჩევნო კამპანიის დროს კლინტონის ფეხის დაცდენიდან "ყურადღების გადატანა".

 

 

ტრამპმა ჰილარი კლინტონს ბრალი დასდო კორუფციაში. კერძოდ, საუბარია მისი მეუღლის, ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიერ დაფუძნებული "კლინტონის გლობალური საქველმოქმედო ფონდის" დონორებთან არსებულ კორუფციულ გარიგებებზე იმ დროს, როცა იგი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო – 2009–2013 წლებში.

 

 

ჰილარი კლინტონმა უარყო ტრამპის ბრალდებები და მას პოლიტიკური ლაქა უწოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი