შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი მომავალი კაბინეტის წევრების შერჩევის პროცესს განაგრძობს. იგი ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში, საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალს, ჯეიმს მათისს შეხვდა, რომელიც ამერიკული მედიის ცნობით, თავდაცვის მდივნის ან სხვა მაღალი თანამდებობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
ტრამპი შაბათს ასევე მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსს შეხვდა და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.
არც ერთ მათგანს არ გაუმჟღავნებია დეტალები თუ რაზე ისაუბრეს 80-წუთიანი შეხვედრის დროს, რომელიც ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში შედგა. შაბათს, 19 ნოემბერს, იქ მისულ მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს შენობის გარეთ ტრამპთან ერთად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დახვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტმამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მოლაპარაკებები „დიდებულად წარიმართა“.
მით რომნიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები იყო „ფართო და ბევრი საკითხის მომცველი მსოფლიოს სხვადასხვა საფრთხესთან დაკავშირებით“, რომელშიც შეერთებულ შტატებს ინტერესი გააჩნია.
„ჩვენ განვიხილეთ ეს მიმართულებები და გავცვალეთ ჩვენი ხედვები ამ საკითხებზე - ძალიან საფუძვლიანი და ღრმა განხილვებისას იმ დროის განმავლობაში, რაც გაგვაჩნდა“, - აღნიშნა მან და დაამატა: „და მე ვაფასებ შესაძლებლობას, რომ არჩეულ პრეზიდენტთან საუბრის საშუალება მომეცა და მოუთმენლად ველოდები მომავალ ადმინისტრაციას და იმას, რასაც ის გააკეთებს“.
შეხვედრების შემდეგ რეპორტიორებთან გამოსულმა ტრამპმა თქვა, რომ კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად პრეტენდენტების მოძიების პროცესი „ნამდვილად რაციონალურად“ მიდის და ის ესაუბრა „ნამდვილად, ნამდვილად ნიჭიერ“ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მისი კაბინეტის ნაწილის ფორმირება მოახდინონ. შეკითხვაზე, იქნება თუ არა მათისი მისი თავდაცვის მდივანი, ტრამპმა განაცხადა: „იგი დიდებული კაცია. იგი ერთ-ერთი დიდებული კაცია“.
არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვირას გარკვეული ინფორმაციები გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.