დონალდ ტრამპსა და მით რომნის შორის 80-წუთიანი შეხვედრა გაიმართა - არჩეულმა პრეზიდენტმა მის ყოფილ მეტოქეს შესაძლოა სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა
19-11-2016, 21:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსს შეხვდა და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.

 

 

 


არც ერთ მათგანს არ გაუმჟღავნებია დეტალები თუ რაზე ისაუბრეს 80-წუთიანი შეხვედრის დროს, რომელიც ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში შედგა. შაბათს, 19 ნოემბერს, იქ მისულ მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს შენობის გარეთ ტრამპთან ერთად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დახვდა.

 

 

სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ თუკი ტრამპი რომნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას შესთავაზებს, ეს მოვლენების არაორდინალური შემობრუნება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მით რომნი სასტიკი კრიტიკოსი იყო ტრამპის და იმ დროს, როდესაც პარტია მის საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევდა, დაჟინებით მოუწოდებდა „რესპუბლიკელებს“, ყველასათვის მიეცათ ხმა, გარდა ტრამპისა.

 

 

 

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მოლაპარაკებები „დიდებულად წარიმართა“.

 


მით რომნიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები იყო „ფართო და ბევრი საკითხის მომცველი მსოფლიოს სხვადასხვა საფრთხესთან დაკავშირებით“, რომელშიც შეერთებულ შტატებს ინტერესი გააჩნია.

 


„ჩვენ განვიხილეთ ეს მიმართულებები და გავცვალეთ ჩვენი ხედვები ამ საკითხებზე - ძალიან საფუძვლიანი და ღრმა განხილვებისას იმ დროის განმავლობაში, რაც გაგვაჩნდა“, - აღნიშნა მან და დაამატა: „და მე ვაფასებ შესაძლებლობას, რომ არჩეულ პრეზიდენტთან საუბრის საშუალება მომეცა და მოუთმენლად ველოდები მომავალ ადმინისტრაციას და იმას, რასაც ის გააკეთებს“. 

 

 


BBC წერს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს რომნიმ ტრამპს „ყალთაბანდი“ და „გაიძვერა“ უწოდა, მაშინ როცა ტრამპმა თქვა, რომ 2012 წელს რომნის წარუმატებელი კამპანია ბარაქ ობამას წინააღმდეგ “ყველა დროის ყველაზე უფრო საშინელი“ კამპანია იყო.

 


ტრამპის გარდამავალ გუნდში თანამდებობზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ განხილვები გრძელდება, ამჯერად უკვე ტრამპის ნიუ ჯერსის გოლფის კლუბში.

 

 

ტრამპი ერთი საათის განმავლობაში ასევე საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალს, ჯეიმს მათისს შეხვდა, რომელიც „როიტერსის“ ცნობით, თავდაცვის მდივნის ან სხვა მაღალი თანამდებობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვედრების შემდეგ რეპორტიორებთან გამოსულმა ტრამპმა თქვა, რომ კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად პრეტენდენტების მოძიების პროცესი „ნამდვილად რაციონალურად“ მიდის და ის ესაუბრა „ნამდვილად, ნამდვილად ნიჭიერ“ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მისი კაბინეტის ნაწილის ფორმირება მოახდინონ. შეკითხვაზე, იქნება თუ არა მათისი მისი თავდაცვის მდივანი, ტრამპმა განაცხადა: „იგი დიდებული კაცია. იგი ერთ-ერთი დიდებული კაცია“.

 

 

 

არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვირას გარკვეული ინფორმაციები გახდება ცნობილი. 

 

 

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელ სენატორს ალაბამადან, ჯეფ სეშენსს გენერალური პროკურორის პოსტი უკვე შესთავაზა.

 


სენატორი სეშენსი, ყოფილი პროკურორი, სენატში 1996 წელს აირჩიეს და იგი ტრამპის ერთ-ერთი ახლო მოკავშირე იყო საარჩევნო კამპანიის დროს.

 


გადამდგარმა სამ-ვარსკვლავიანმა გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ ფლინმა თანხმობა განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე.

 


ასევე, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე კი მაიკ პომპეოა წარდგენილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი