შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს მით რომნისთან, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსთან შეხვედრა გამართა, რომელმაც 1 საათი და 20 წუთი გასტანა, და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.
ტრამპი ერთი საათის განმავლობაში ასევე გადამდგარ გენერალს, ჯეიმს მათისს შეხვდა, რომელიც როგორც მოგვიანებით არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა, თავდაცვის მდივნის პოსტზე რეალური კანდიდატია.
არჩეულ პრეზიდენტს ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში შაბათს შეხვედრები ჰქონდა სხვა პირებთანაც, რომლებიც მისი მომავალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებად სახელდებიან.
ერთ-ერთი სტუმრის გაცილების შემდეგ, როგორც ამას abcnews -ი იუწყება, ტრამპი მოკლედ გაეხუმრა რეპორტიორებს, რომლებიც მისი გოლფის კლუბთან იყვნენ შეკრებილნი და მომსვლელ-წამსვლელებს ადევნებდნენ თვალყურს. „ყველაფერი რიგზეა მანდ?“ - ჰკითხა ტრამპმა მათ. „შოკოლადი ხომ არ გინდათ, რამე ხომ არ გჭირდებათ? გამოვაგზავნი რამდენიმე თანამშრომელს. მე თავად არ მაქვს უფლება ეს გავაკეთო, მაგრამ გამოვაგზავნი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.