შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ იგი გადამდგარი გენერლის, ჯეიმს მათისის თავდაცვის მდივნის პოსტზე დანიშვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება.
მან ეს განცხადება ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა.
ტრამპმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გადამდგარი გენერალი, რომელიც მანამდე ამერიკის ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა, „ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ. ნამდვილი გენერლის გენერალი!“
მათისს, 66 წლის, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთის და ერაყის ბრძოლებში. იკავებდა ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, აშშ-ის გაერთიანებული სამეთაურო შეიარაღებული ძალების, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის პოსტებს. იგი პენსიაზე 2013 წელს გავიდა.
ტრამპმა შაბათს ასევე მით რომნისთან, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსთან გამართა შეხვედრა, რომელმაც 1 საათი და 20 წუთი გასტანა, და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.
არჩეულ პრეზიდენტს ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში შაბათს შეხვედრები ჰქონდა სხვა პირებთანაც, რომლებიც მისი მომავალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებად სახელდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.