საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში დახვეწას საჭიროებს.
"ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში რომ აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. რაც შეეხება თვითონ არსებული კანონის დახვეწას, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა სხვებს შორის, ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული, რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მასთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკანონმდებლო ორგანო "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.