საკანონმდებლო ორგანო "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს
28-11-2016, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკანონმდებლო ორგანო "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის წევრებს სამი საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა და მათი შინაარსი გააცნო. განხილვის შედეგად, წარმოდგენილი სამი პროექტიდან შემდგომი გაგრძელების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება კენჭისყრით მხოლოდ ერთ პროექტზე იქნა მიღებული, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას წარმოადგენს.

 

 

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად 2013 წელს შევიდა, თუმცა, ამ დრომდე შეჩერებული იყო. მსჯელობის განახლების შემდგომ, შესაძლოა, დამტკიცდეს ცვლილება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 

რაც შეეხება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონპროექტებით შემოთავაზებულ ცვლილებებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, IX მოწვევის პარლამენტში მათზე მსჯელობა აღარ გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი