საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე სამინისტროში დაანონსებულ რეორგანიზაციასა და ახლადდანიშნული მინისტრის, ზურაბ ალავიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გზების დეპარტამენტში რესტრუქტურიზაცია იგეგმება, თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელს ამ ეტაპზე ცვლილება არ შეეხება.
სეთურიძემ Guardian.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რესტრუქტურიზაცია დეპარტმანეტში არსებული გამოწვევების უკეთ გამკლავების მიზნით განხორციელდება.
„ზოგადად, გზების დეპარტამენტში უკვე ძალიან დიდი ხანია იგეგმება რესტრუქტურიზაცია. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ არსებული თანამშრომლები კიდევ დამატებითი ძალებით შევავსოთ და ის გამოწვევები, რაც ჩვენ წინ გვაქვს, განვახორციელოთ. რაც შეეხება პირადად ჩემს თანამდებობას, არანაირი ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება“, - განუცხადა გიორგი სეთურიძემ Guardian.ge-ს.
მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძე დაინიშნა, უწყებას მინისტრის სამი ახალი მოადგილე ჰყავს.
პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა, მოადგილეები - კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე აღნიშნულ თანამდებობებზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე დაინიშნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.