იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟურნალისტი პაოლო ჯენტილონი ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა
11-12-2016, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიის პრეზიდენტმა სერჟიო მატარელამ, მას შემდეგ რაც გასული კვირის რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე მატეო რენციმ თანამდებობა დატოვა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი პრემიერ მინისტრად დანიშნა და სთხოვა მას მოახდინოს მთავრობის ფორმირება.

 


62 წლის ჯენტილონი ლოიალისტია რენცის „დემოკრატიული პარტიიდან“.

 


როგორც BBC წერს, პრემიერ მინისტრობაზე თანხმობის შემდეგ მოკლე განცხადების გაკეთებისას ჯენტილონიმ თქვა, რომ მას გაცნობიერებული აქვს ახალი მთავრობის სასწრაფოდ ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რათა ქვეყნაში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ გადაიდგას ნაბიჯები.

 

 

მან განაცხადა, რომ იმუშავებს წინა ადმინისტრაციის სტრუქტურის მიხედვით, რაც მოსალოდნელს ხდის, რომ იგი ძველი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს ხელმეორედ დანიშნავს.

 


იტალიის ახალი პრემიერ მინისტრი არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და დიდგვაროვნის ტიტული აქვს. იგი ადრე ჟურნალისტად მუშაობდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ჟურნალში. 2001 წელს პარლამენტში აირჩიეს, 2006-2008 წლებში კომუნიკაციის მინისტრად მსახურობდა, 2014 წელს კი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი