მატეო რენცი პრემიერ მინისტრის პოსტს ტოვებს მას შემდეგ, რაც იტალიაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველმა მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას მხარი არ დაუჭირა
04-12-2016, 22:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიაში გამართულ რეფერენდუმზე პრემიერ მინისტრ მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმისადმი, რომელიც იტალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა და რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტად, 315-დან 100-მდე უნდა შემცირებულიყო, ამომრჩევლის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიციის შემდეგ, მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა, რადგან მან რეფერნდუმამდე განაცხადა, რომ თუ ის უარყოფითი შედეგით დასრულდებოდა, მაშინ პოსტს დატოვებდა.

 


დათვლილი ხმების მიხედვით რენცის ინიციატივას 40%-მა დაუჭირა მხარი, 60%-მა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. რეფერენდუმზე ხმა ამომრჩეველთა 70-მა პროცენტმა მისცა.

 


იტალიის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რაც როგორც BBC წერს, წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვითაც იკვეთებოდა.

 


გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე მატეო რენციმ „ყველას წარმატება უსურვა“ და განაცხადა, რომ ორშაბათს შუადღეზე მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას გამართავს და მოახსენებს, რომ იგი თანამდებობიდან მიდის და შემდეგ გადასცემს მისი გადადგომის განცხადებას იტალიის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრის პოსტზე 2,5 წლის მუშაობის შემდეგ.

 


მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, თუკი მას მხარს დაუჭერდნენ, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა. მის შემადგენლობაში შევიდოდა 21 მერი, 74 რეგიონული მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით პრეზიდენტი დანიშნავდა.

 


რეფორმის შედეგად რეგიონების უფლებამოსილება შემცირდებოდა. ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ მინისტრის განკარგულებაში გადავიდოდა.

 

 

მატეო რენცი აცხადებდა, რომ სენატის წევრების რაოდენობის შემცირება დაზოგავდა სახელმწიფო ხარჯებს, დაახლოებით 500 მილიონ ევროს წელიწადში. რეფორმა ასევე დააჩქარებდა კანონების-მიმღებ ძნელ პროცესს იტალიაში, რომელსაც 1948 წლის შემდეგ 60 მთავრობა ჰყავდა.

 

 

ხმის მიცემა კვირას, დილის 07:00 საათზე დაიწყო და 23:00 საათზე დასრულდა. პირველადი შედეგები ორშაბათს, ადრე დილას გახდა ცნობილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი