საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გელათის სამონასტრო კომპლექსში წყლის ჩაჟონვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფრესკებს განადგურება არ ემუქრება.
მისი თქმით, არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორი ინფორმაციაც დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.
„როგორც იცით გელათში ძალიან დიდი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სრულიად ახალი ტიპის გადახურვა კეთდება, მოჭიქული კრამიტით. წყალმა გაჟონა იმ ნაწილში, სადაც ძველი სახურავი არის დარჩენილი, თუმცა ძალიან ოპერატიული რეაგირება იყო. შეჩერებულია წყალი, გაკეთებულია დროებითი გადახურვა. ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. თუმცა ძალიან რთული პირობებია, ძლიერი თოვაა და სწორედ ამის გამო რთულდება ამ სამუშაოების ჩატარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფრესკებს არ ემუქრება განადგურება. მე პირადად ვესაუბრე იქ მომუშავე ადამიანებს. დიდი ზიანი არ გამოუწვევია იქ ჩასულ წყალს, ასე რომ ნამდვილად არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორიც დღის განმავლობაში ვრცელდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგაძემ.
დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების დაზიანების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია Guardian.ge-ს არ დაუდასტურეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც არის მოქცეული გელათი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.