ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა: გელათის სამონასტრო კომპლექსში არც ერთი ფრესკა არ დაზიანებულა
14-12-2016, 06:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გელათის სამონასტრო კომპლექსში, უამინდობის გამო წყალმა გაჟონა, თუმცა, არც ერთი ფრესკა არ დაზიანებულა. Guardian.ge-ს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც არის მოქცეული გელათი, ფრესკების დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ პრობლემა, რომელიც კომპლექსის სახურავზე უამინდობამ შექმნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დროულად აღმოფხვრეს.

 


„გელათის სამონასტრო კომპლექსში კვირას სახურავიდან წვეთავდა წყალი. ორშაბათს თბილისიდან ჩამოვიდნენ სააგენტოს წარმომადგენლები და შეამოწმეს. სახურავზე პრობლემა რაც არსებობდა, ლიკვიდირებულია. არც ერთი ფრესკა არ დაზიანებულა", - განუცხადა Guardian.ge-ს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა.

 


11 დეკემბრის ღამეს გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გაავრცელა.

 


მათი ინფორმაციით, სამონასტრო კომპლექსში წყალი აღარ ჩაედინება, რესტავრატორთა მიერ ჩატარებული გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მომხდარიდან მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა.

 


„დიდთოვლობისა და გადაუღებელი წვიმების შემდეგ, 11 დეკემბრის ღამეს, გელათის ტაძრის მკლავების გადახურვიდან, რომელიც საბჭოთა დროინდელი და მოძველებულია, წყალმა გაჟონა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა.

 


ამჟამად, ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ, 13 დეკემბერს, საღამოს ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. წლების მანძილზე მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომპლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია პროექტით მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე გაგრძელდება. მანამდე კი სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ მაღალი შეფასება აქვს მიღებული", - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი