ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბრალი დასდო მის მიმართ კიბერ-თავდასხმის პირადად განხორციელების ხელმძღვანელობაში, რითაც კლინტონის თქმით, პუტინმა შური იძია მასზე და მის მიმართ 5 წლის წინათ დაწყებული უსიამოვნო ურთიერთობები პასუხის ამგვარად გაცემით დააგვირგვინა. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
კლინტონმა მანჰეტენზე დონორებთან შეხვედრაზე, პუტინის მხრიდან მის მიმართ „პიროვნულ ანგარიშზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ 2011 წელს რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ მისი მხრიდან გამოხატული კრიტიკული დამოკიდებულების, რომ არჩევნები გაყალბდა, სანაცვლოდ პუტინმა მას ანგარიში გაუსწორა.
„პუტინმა საჯაროდ დამდო ბრალი მე მისი საკუთარი ხალხის მიერ გამოხატული აღშფოთების გულისნადების გამომჟღავნებისთვის, და ეს არის პირდაპირი კავშირის გამომხატველი იმისა, რაც მან წარსულში თქვა და რაც მან ამ არჩევნებზე გააკეთა“, - განაცხადა კლინტონმა.
The New York Times-ის თანახმად, კლინტონმა თქვა, რომ მისი დონალდ ტრამპის მიერ განსაცვიფრებელი დამარცხება შეიძლება ახსნილი იყოს ორი „უპრეცედენტო“ ამბით: პუტინის მცდელობით „ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის“ და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორის ჯეიმს კომის მიერ უდროო დროს გამოქვეყნებული წერილით, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის პერიოდში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ დაწყებულმა ახალმა გამოძიებამ ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე, დონალდ ტრამპი გააძლიერა.
„მთავარი შტატების ამომრჩევლებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს არჩევნების ბოლო დღეებში და ეს არჩევანი, FBI-ის დირექტორის, კომის წერილის გამო ჩემს საწინააღმდეგოდ გაკეთდა“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც პირდაპირი კენჭისყრის შედეგებით 2.8 მილიონი ხმით მოუგო არჩევნები მის მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპს, მაგრამ საარჩევნო კოლეგიაში - მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში 77 საარჩევნო ბიულეტენით წააგო არჩევნები.
კომიმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით დაასკვნა, რომ კლინტონისადმი მათ მიერ დაწყებული გამოძიების ახალი პროცესი არ გასცდენია იმ დასკვნას, რომელიც საგამოძიებო ბიურომ ზაფხულში გამოაქვეყნა, თუმცა ამის მიუხედავად "დემოკრატების" კანდიდატის იმიჯი მაინც შეილახა.
„ჩემი წერილის შემდეგ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებელთა ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა დიდი მოცულობის იმ ელექტრონული წერილების შემოწმების მხრივ, რომელიც მიღებულ იქნა მოწყობილობიდან, რომელიც სისხლის სამართლის კავშირში არმყოფ გამოძიებას ეხებოდა.
„ამ პროცესში, ჩვენ განვიხილეთ ყველა კომუნიკაცია, რომელიც ჰილარი კლინტონისადმი ან მისგან იყო, იმ დროის განმავლობაში, როცა იგი სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.
„ჩვენი განხილვის საფუძველზე, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი დასკვნები, რომელიც გამოვხატეთ ივლისში, მდივან კლინტონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კომიმ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
პარასკევს, 16 დეკემბერს, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დიდი ალბათობით დაუშვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პიროვნულად გასცა სანქცირება განხორციელებულიყო ჰაკერული თავდასხმა „დემოკრატიული პარტიის“ ელქტრონულ წერილებზე შეღწევის მიზნით, რაც ამერიკული სადაზვერვო ოფიციოზის განცხადებით, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავდა მიზნად.
მაგრამ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილ ერთ თვეში, როგორც „როიტერსი“ წერს, მოღუშულ პრესკონფერენციაზე, სანამ ის ჰავაიში ოჯახთან ერთად შვებულების გასატარებლად გაემგზავრება, ობამამ გულისტკივილით ისაუბრა შეერთებული შტატების პოლიტიკის „საშინელი“ მდგომარეობის შესახებ, განაცხადა რა, რომ „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის უფსკრულმა შესაძლებელი გახადა რუსეთისთვის, ზიანის მიყენების გამომწვევი გამხდარიყო.
ობამამ განაცხადა, რომ მას აქვს „დიდი ნდობა“ სადაზვერვო ანგარიშისადმი, რომელმაც აჩვენა, რომ რუსებმა ჰაკერული გზით შეაღწიეს „დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის“ და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიის თავმჯდომარის, ჯონ პოდესტას კუთვნილ ელექტრონულ წერილებში.
გაჟონილმა ელექტრონულმა წერილებმა გამოამჟღავნა დეტალები გადახდილი სიტყვით გამოსვლებისა, რასაც კლინტონი აძლევდა Wall Street-ს, პარტიის ბრძოლა და კომენტარები დაწყებული უმაღლესი მრჩევლებიდან, დამთავრებული კლინტონით - მრჩევლებით, რომლებიც შოკირებული იყვნენ კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერით გაგზავნილი ელექტრონული წერილების ოდენობით.
გაჟონილმა ელექტრონულმა წერილებმა, დამაბნეველი მედია რეპორტაჟების და სტატიების ფონზე, პარტიის ზოგიერთი ოფიციალური პირის გადადგომას შეუწყო ხელი. ობამამ, რომელიც მძლავრად ატარებდა ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ კამპანიას, განაცხადა, რომ კლინტონის მიმართ უსამართლო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და მედიის სტატიები და რეპორტაჟები „დემოკრატების“ კანდიდატისთვის პრობლემის შემქმნელი აღმოჩნდა.
„ეს მოხდა რუსეთის მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, - თქვა ობამამ, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა პუტინი პერსონალურად ჩართული ჰაკერულ თავდასხმაში. მან დაამატა, რომ „რუსეთში ბევრი რამ პუტინის გარეშე არ ხდება“.
ობამამ თქვა, რომ მან გააფრთხილა პუტინი სექტემბერში, ჩინეთში დიდი ოცეულის ფარგლებში პირისპირ მოულოდნელი შეხვედრისას, შეეწყვიტა ამერიკის პოლიტიკურ კამპანიაში ჩარევა, უთხრა რა მის რუს კოლეგას „სწრაფად გასცლოდა ამას“. ობამამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატების ხმის მიცემის ელექტრონული სისტემებში ჩარევა მოხდა.
ობამამ, მიუხედავად ამისა, შეწყვიტა მალევე პუტინისადმი პირდაპირი ბრალის დადება და განაცხადა, რომ მას სურს მისცეს შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებს უფრო მეტი დრო, რომ მისი ოფისის დატოვებამდე წარმოადგინონ ანგარიში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.