FBI - ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით დაწყებული ახალი გამოძიების შედეგად დანაშაულებრივი სამხილი ნაპოვნი არ არის
06-11-2016, 23:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

FBI -მ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით დაწყებული ახალი გამოძიების შედეგად დანაშაულებრივი სამხილი არ უპოვიათ, რამაც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიას არჩევნებამდე 2 დღით ადრე ახალი იმპულსი შესძინა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესს უთხრა, რომ მისმა სააგენტომ ვერაფერი მონახა ისეთი, რამაც შეიძლება მისი თავდაპირველი დასკვნა შეცვალოს.

 


ივლისში მან თქვა, რომ კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მგრძნობიარე მასალების მისი კერძო ელექტრონული წერილების სერვერის გამოყენებით გადაცემის გამო, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას, მაგრამ არა დანაშაულს.

 


საკითხმა სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ არჩევნებამდე 11 დღით გასცა ორდერი ჩაეტარებინა გამოძიება კლინტონის მთავარი მრჩევლის ელექტრონული წერილების მონაცემთა ბაზის შესწავლის თაობაზე.

 

 

ელექტრონული წერილები ჰუმა აბედინისაგან, სავარაუდოდ, მისი ცალკე მცხოვრები ქმრის, ყოფილი კონგრესმენის ანტონი ვეინერის პორტატულ კომპიუტერში იპოვეს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ძიება 650 000 ელექტრონულ წერილს ეხებოდა.

 

 

საგამოძიებო ბიუროს სჯეროდა, რომ აღნიშნული ელექტრონული წერილები შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის წინა გამოძიებასთან, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერის გამოყენებას უკავშირდებოდა.

 


არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის პერიოდში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ დაწყებულმა ახალმა გამოძიებამ ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე, დონალდ ტრამპი გააძლიერა.

 

 

 


კომიმ კვირას დაწერა: „ჩემი წერილის შემდეგ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებელთა ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა დიდი მოცულობის იმ ელექტრონული წერილების შემოწმების მხრივ, რომელიც მიღებულ იქნა მოწყობილობიდან, რომელიც სისხლის სამართლის კავშირში არმყოფ გამოძიებას ეხებოდა.

 


„ამ პროცესში, ჩვენ განვიხილეთ ყველა კომუნიკაცია, რომელიც ჰილარი კლინტონისადმი ან მისგან იყო, იმ დროის განმავლობაში, როცა იგი სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

 


„ჩვენი განხილვის საფუძველზე, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი დასკვნები, რომელიც გამოვხატეთ ივლისში, მდივან კლინტონთან დაკავშირებით“.

 


ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის თვითმფრინავის ბორტზე, „დემოკრატების“ კანდიდატის გუნდმა განაცხადა, რომ მათ ყოველთვის სჯეროდათ ამგვარი შედეგის დადგომის.

 


კომუნიკაციების დირექტორმა ჯენიფერ პალმიერიმ მედიას უთხრა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს საქმე გადაწყვეტილია“.

 


მაგრამ ტრამპის გუნდმა FBI-ს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.

 


„რესპუბლიკელების“ კანდიდატის მრჩეველმა ნიუტ ჯინჯრიჩმა „თვითერზე“ დაწერა: „კომი უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, რომ ამგვარ დათმობაზე წასულიყო, რომ გამოეცხადებინა რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა რომ მან არც იცოდეს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი