მოელიან, რომ შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგია ორშაბათს, 19 დეკემბერს ოფიციალურად აირჩევს „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს შემდეგ პრეზიდენტად ხმის მიცემით, რომელიც ჩვეულებისამებრ რუტინას წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელი პროცედურაა და ეს იმ ფონზე მოხდება, როდესაც რუსეთის მიმართ გაისმის ბრალდებები, რომ ის ჰაკერული თავდასხმების გზით შეეცადა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
შეხვედრებზე, რომელიც თითოეულ შტატში და კოლუმბიის ოლქშია დაგეგმილი, ინსტიტუტის კოლეგიის 538 წევრი ამომრჩეველი, რომელიც ჩვეულებრივ შტატის პარტიების მიერ არის არჩეული, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევას მისცემს ხმას.
როგორც "როიტერსი" წერს, დიდად საეჭვოა, რომ ხმის მიცემამ შეცვალოს 8 ნოემბრის არჩევნების შედეგი, რომელმაც ტრამპს მიანიჭა თეთრი სახლის დაკავების უფლება, მას შემდეგ რაც მან საარჩევნო კოლეგიის ხმების უმრავლესობა მოიპოვა. პოპულარული ხმებით კი, 2.8 მილიონით მეტი ხმით, ჰილარი კლინტონი ლიდერობს.
მაგრამ შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების დასკვნამ, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის ელექტრონულ წერილებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა იმ მცდელობით, რომ არჩევნების ბედი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადაეწონა, შეაგულიანა „დემოკრატები“ დაჟინებით მოეწოდებინათ კოლეგიის ზოგიერთი ამომრჩევლისათვის არ მისცენ ხმა მათი შტატების პოპულარული ხმების შესაბამისად.
გაჟონილმა ელექტრონულმა წერილებმა გამოამჟღავნა დეტალები გადახდილი სიტყვით გამოსვლებისა, რასაც კლინტონი აძლევდა Wall Street-ს, პარტიის ბრძოლა და კომენტარები დაწყებული უმაღლესი მრჩევლებიდან, დამთავრებული კლინტონით - მრჩევლებით, რომლებიც შოკირებული იყვნენ კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერით გაგზავნილი ელექტრონული წერილების ოდენობით.
ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბრალი დასდო მის მიმართ კიბერ-თავდასხმის პირადად განხორციელების ხელმძღვანელობაში, რითაც კლინტონის თქმით, პუტინმა შური იძია მასზე და მის მიმართ 5 წლის წინათ დაწყებული უსიამოვნო ურთიერთობები პასუხის ამგვარად გაცემით დააგვირგვინა.
პარასკევს, 16 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დიდი ალბათობით დაუშვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პიროვნულად გასცა სანქცია განხორციელებულიყო ჰაკერული თავდასხმა „დემოკრატიული პარტიის“ ელქტრონულ წერილებზე შეღწევის მიზნით.
რუსეთის ოფიციოზი ამერიკის არჩევნში ჩარევის შესახებ მათდამი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
საარჩევნო კოლეგიის ამომრჩეველთა რაოდენობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატორების რაოდენობის ტოლფასია - თითოეულ შტატი წილს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად იღებს.
ტრამპმა 30 შტატიდან 306 ამომრჩევლის ხმა მიიღო. კანდიდატის გამარჯვებისთვის კი 270 ხმის მიღებაა საკმარისი. თუკი საარჩევნო კოლეგიაში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 270 ხმას, მაშინ პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენლობითი პალატა, რომელსაც ამჟამად „რესპუბლიკელები“ აკონტროლობენ.
საარჩევნო კოლეგიის ამომრჩევლები თითოეულ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან დაახლოებით 6 კვირაში იკრიბებიან, რათა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საბოლოოდ აირჩიონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.