„რუსეთში ბევრი რამ პუტინის გარეშე არ ხდება“ - ობამამ დიდი ალბათობით დაუშვა, რომ პუტინმა პიროვნულად გასცა სანქცია განხორციელებულიყო ჰაკერული თავდასხმა „დემოკრატიული პარტიის“ ელქტრონულ წერილებზე
17-12-2016, 00:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარასკევს, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დიდი ალბათობით დაუშვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პიროვნულად გასცა სანქცია განხორციელებულიყო ჰაკერული თავდასხმა „დემოკრატიული პარტიის“ ელქტრონულ წერილებზე შეღწევის მიზნით, რაც ამერიკული სადაზვერვო ოფიციოზის განცხადებით, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავდა მიზნად.

 

 

მაგრამ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილ ერთ თვეში, როგორც „როიტერსი“ წერს, მოღუშულ პრესკონფერენციაზე, სანამ ის ჰავაიში ოჯახთან ერთად შვებულების გასატარებლად გაემგზავრება, ობამამ გულისტკივილით ისაუბრა შეერთებული შტატების პოლიტიკის „საშინელი“ მდგომარეობის შესახებ, განაცხადა რა, რომ „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის უფსკრულმა შესაძლებელი გახადა რუსეთისთვის, ზიანის მიყენების გამომწვევი გამხდარიყო.

 


ობამამ განაცხადა, რომ მას აქვს „დიდი ნდობა“ სადაზვერვო ანგარიშისადმი, რომელმაც აჩვენა, რომ რუსებმა ჰაკერული გზით შეაღწიეს „დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის“ და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიის თავმჯდომარის, ჯონ პოდესტას კუთვნილ ელექტრონულ წერილებში.

 


გაჟონილმა ელექტრონულმა წერილებმა გამოამჟღავნა დეტალები გადახდილი სიტყვით გამოსვლებისა, რასაც კლინტონი აძლევდა Wall Street-ს, პარტიის ბრძოლა და კომენტარები დაწყებული უმაღლესი მრჩევლებიდან, დამთავრებული კლინტონით - მრჩევლებით, რომლებიც შოკირებული იყვნენ კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერით გაგზავნილი ელექტრონული წერილების ოდენობით.

 


გაჟონილმა ელექტრონულმა წერილებმა, დამაბნეველი მედია რეპორტაჟების და სტატიების ფონზე, პარტიის ზოგიერთი ოფიციალური პირის გადადგომას შეუწყო ხელი. ობამამ, რომელიც მძლავრად ატარებდა ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ კამპანიას, განაცხადა, რომ კლინტონის მიმართ უსამართლო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და მედიის სტატიები და რეპორტაჟები „დემოკრატების“ კანდიდატისთვის პრობლემის შემქმნელი აღმოჩნდა.

 


„ეს მოხდა რუსეთის მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, - თქვა ობამამ, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა პუტინი პერსონალურად ჩართული ჰაკერულ თავდასხმაში. მან დაამატა, რომ „რუსეთში ბევრი რამ პუტინის გარეშე არ ხდება“.

 


ობამამ თქვა, რომ მან გააფრთხილა პუტინი სექტემბერში, ჩინეთში დიდი ოცეულის ფარგლებში პირისპირ მოულოდნელი შეხვედრისას, შეეწყვიტა ამერიკის პოლიტიკურ კამპანიაში ჩარევა, უთხრა რა მის რუს კოლეგას „სწრაფად გასცლოდა ამას“. ობამამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატების ხმის მიცემის ელექტრონული სისტემებში ჩარევა მოხდა.

 


ობამამ, მიუხედავად ამისა, შეწყვიტა მალევე პუტინისადმი პირდაპირი ბრალის დადება და განაცხადა, რომ მას სურს მისცეს შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებს უფრო მეტი დრო, რომ მისი ოფისის დატოვებამდე წარმოადგინონ ანგარიში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი