გერმანიის პოლიციამ ორი მამაკაცი, კოსოვოში დაბადებული ძმები, ჰოლანდიის საზღვართან მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის მცდელობის გამო დააკავა
23-12-2016, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბერგში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავა. ისინი გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


კოსოვოში დაბადებული ძმები, რომელთა ასაკია 31 და 28 წელი, პარასკევს დააკავეს.

 

 

გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს შესაბამისი ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს პატრულირებისთვის სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციის ოფიცრები გააგზავნეს. 

 

 

გერმანიაში, 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

 

 

პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ 23 წლის ტუნისელ მამაკაცს, ანის ამრის ეძებს. მასზე ძებნის ოპერაცია მთელ ევროპის გასწვრივ, შენგენის წევრი ქვეყნების მასშტაბით გამოცხადდა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს.     

 

 

გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იგი შესაძლოა შეიარაღებული და სახიფათო იყოს. პოლიციამ 100 000 ევროს ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტუნისელი ეჭვმიტანილის დაპატიმრების საკითხში მათ დახმარებას გაუწევს.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი