ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
22-12-2016, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პოლიციას აქვს ბლოკირებული და მეტროსა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

 

 

ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" „Tagesspiegel“-ზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციის მხრიდან საგანგებო ზომების გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მათ ტერიტორიაზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს.

 

 

გერმანიის პოლიცია 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 23 წლის ტუნისელ მამაკაცს, ანის ამრის ეძებს. მასზე ძებნის ოპერაცია მთელ ევროპის გასწვრივ, შენგენის წევრი ქვეყნების მასშტაბით გამოცხადდა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს. 

 

 

გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იგი შესაძლოა შეიარაღებული და სახიფათო იყოს. პოლიციამ 100 000 ევროს ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტუნისელი ეჭვმიტანილის დაპატიმრების საკითხში მათ დახმარებას გაუწევს. 

 

 

BBC-ის ცნობით, ტუნისელი მამაკაცი მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 

 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ანის ამრიზე მეთვალყურეობა ხორციელდებოდა, რადგან მასზე არსებობდა ეჭვი, რომ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ მასზე მეთვალყურეობა სამხილების უქონლობის გამო მოიხსნა.

 


გერმანიაში შესვლამდე იგი ცეცხლის განზრახ წაკიდებისთვის იტალიაში 4 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს და ტუნისში განაჩენის დაუსწრებლად გამოტანისა და პატიმრობის საფრთხის წინაშე იდგა.

 

 

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი