შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარდამავალმა გუნდმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მათი თქმით, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაუგზავნა.
„ძალიან მშვენიერი წერილია ვლადიმერ პუტინისგან; როგორი სწორია მისი აზრები“, - განაცხადა ტრამპმა წერილის შესახებ, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბრით არის დათარიღებული.
ხუთშაბათს, პუტინმა და ტრამპმა თავიანთი ქვეყნების ბირთვული არსენალის გაძლიერებაზე გააკეთეს განცხადებები.
ტრამპის გარდამავალი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ წერილში პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ „ჩვენ შევძლებთ - კონსტრუქციული და პრაგმატული მოქმედებით - გადავდგათ რეალური ნაბიჯები სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის სტრუქტურის აღსადგენად, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის დონის გასატანად საერთაშორისო სცენაზე, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე“.
ექსპერტები დარწმუნებული არიან რომ პუტინს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი მოხსნის აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობას მოჰყვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი „უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოტენციური აგრესორი“, რადგან მან მოდერნიზაცია მოახდინა მისი ბირთვული რაკეტების და სხვა შეიარაღების, თუმცა მან აღნიშნა, რომ იგი შეერთებულ შტატებს არ აღიქვამს პოტენციურ აგრესორად.
მან ტრამპის ბოლო მოწოდებას შეერთებული შტატებისადმი - „დიდად გააძლიერონ და განავრცონ“ თავიანთი ბირთვული შეიარაღება - „არაფერი განსაკუთრებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამაზე ტრამპი მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.