სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული და ბევრი სხვა დაჭრილი მას შემდეგ რაც კვირას „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ ალ-ბაბში თავდასხმა წამოიწყო, რათა ადამიანებისათვის ქალაქიდან თავის დაღწევაში ხელი შეეშალათ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ თურქეთის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინათ კი ალ-ბაბში (21 დეკემბერს) სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან გააფთრებული ბრძოლებისას 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, სხვა 33-მა კი ჭრილობები მიიღო.
ოთხშაბათს, შეტაკებებს ადგილი ჰქონდა ქალაქ ალ-ბაბში, რომლის „ისლამური სახელმწიფოს“ ხელიდან გამოგლეჯვაშიც თურქი სამხედროები სირიელ მეამბოხეებს ეხმარებიან.
სტრატეგიული ქალაქი ალ-ბაბი - რომელიც თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს - თურქეთის არმიის ოთხთვიანი იერიშის პირობებში იმყოფება, რომლის მიზანია ქალაქიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები და ქურთული ძალები განდევნონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.