სტამბულში თურქული ოპოზიციური გაზეთის კაფეტერიის მმართველი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ იგი უარს იტყოდა მომსახურებოდა ფინჯანი ჩაით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, სენოლ ბურანი, „ჩუმჰურიეტის“ კაფეტერიის ხელმძღვანელი, თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ციხეში გაუშვეს.
თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, „ჩუმჰურიეტის“ თანამშრომლები ათიათასობით დაპატიმრებულთა, უფლებამოსილება შეჩერებულთა თუ სამსახურებიდან გაგდებულთა რიცხვში აღმოჩნდნენ.
გაზეთი იმ მცირერიცხოვან გამოცემათაგანია, რომელიც ანტი-ერდოღანის ხაზს მიჰყვება.
ბურანი 24 დეკემბერს თავის სამუშაოზე იმყოფებოდა, როდესაც მან აღმოაჩინა რომ ერდოღანის სიტყვით გამოსვლის გამო, უსაფრთხოების მიზნით გზები გადაკეტილი იყო.
ბურანმა პოლიციის ოფიცრებს უთხრა: „მე არ მოვემსახურებოდი ფინჯანი ჩაით ამ კაცს“.
სტამბულის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მოსამართლემ ბურანს ციხეში გაგზავნის განაჩენი გამოუტანა.
გასულ თვეს გაზეთის 10 თანამშრომელი დააპატიმრეს ქურთი მებრძოლების და შეერთებულ შტატებში ბაზირებული სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით.
ანკარა გიულენს 15 ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების უკან მოიაზრებს, რასაც პენსილვანიაში მცხოვრები, ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე სასულიერო პირი კატეგორიულად უარყოფს.
პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის პირს თურქეთში შესაძლოა 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს.
გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორი ჩან დუნდარი, რომელსაც დაპატიმრება ემუქრებოდა, გერმანიაშია გაქცეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.