ბარაქ ობამა: შეერთებული შტატების პრეზიდენტობა ოჯახური ბიზნესი არ არის
08-01-2017, 23:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მან რჩევა მისცა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს არ ეცადოს თეთრი სახლის მართვას „იმ გზით, რითაც შენ შეიძლება მართო ოჯახური ბიზნესი“. ABC-ის ახალ ამბებთან ინტერვიუში ობამამ თქვა, რომ ტრამპმა „პატივი უნდა სცეს“ შეერთებული შტატების ინსტიტუტებს.

 


„ფიცის დადების შემდეგ, შენ ხარ ყველაზე დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დედამიწაზე“, - განაცხადა ობამამ.

 


მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ მართვასა და კამპანიას შორის განსხვავებაა.

 


„არსებობენ მსოფლიო დედაქალაქები და ფინანსური ბაზრები და ადამიანები მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ნამდვილად სერიოზულად იღებენ იმას, თუ რას ამბობს ის [ტრამპი]“, - განაცხადა ობამამ.

 


ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების ანგარიშზე, რომელიც ბრალს დებს რუსეთს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კიბერ-თავდასხმაში და აღნიშნული ბრძანების გამცემად პრეზიდენტ პუტინს ასახელებს.

 


მან თქვა, რომ „სათანადოდ ვერ შეაფასა“ ის, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ამგვარ თავდასხმებს, „ამ ინფორმაციის ეპოქაში“, „ჩვენ ღია საზოგადოებაზე“.

 


ობამამ აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრისას მან იმსჯელა სადაზვერვო საზოგადოებისადმი რწმენისა და ნდობის ქონის მნიშვნელობაზე.

 


„იქნება ისეთი მომენტები, როდესაც ერთადერთი გზა, მიიღო კარგი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც შენ გაგაჩნია ნდობა იმისა, რომ პროცესი მუშაობს“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი