აშშ-ის ეროვნული დაზვერვის, CIA-ის, FBI-ის ანგარიში: პუტინმა ბრძანება გასცა წამოეწყოთ ტრამპის დასახმარებელი კიბერ კამპანია
06-01-2017, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, - ნათქვამია შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიშში.

 


არასაიდუმლო ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ლიდერმა კამპანიის „ბრძანება გასცა“, რისი მიზანიც არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო.

 

 

ანგარიში მალევე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა გამოძიების შედეგები ტრამპს მოახსენეს.

 


ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლმა განავითარა „ნათელი უპირატესობის მინიჭება“ ტრამპისათვის.

 


„ჩვენ ასევე ვაფასებთ, რომ პუტინი და რუსეთის მთავრობა ისწრაფოდა დახმარებოდა არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის საარჩევნო შანსებს, როდესაც შესაძლებელი იყო - იმით რომ მოეხდინა მდივან [ჰილარი] კლინტონის დისკრედიტაცია და საჯაროდ, არახელსაყრელად აპირისპირებდა მას [კლინტონს] მასთან [ტრამპთან]“, -ნათქვამია ანგარიშში.

 


„ტრამპ თაუერში“ არჩეულ პრეზიდენტთან ანგარიშის მოსახსენებლად დღეს მისული იყვნენ ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ ბრენანი და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორი ჯეიმს კომი. ტრამპმა მათთან შეხვედრა აღწერა, როგორც „კონსტრუქციული".

 

 

 

 

 


განცხადებაში მან უარი თქვა ცალკე გამოეყო რუსეთი და განაცხადა, რომ მას გააჩნდა შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების „უზარმაზარი პატივისცემა, გაწეული შრომისა და სამსახურისადმი“.

 


„მაშინ როცა რუსეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები, გარე დაჯგუფებები და ადამიანები მუდმივად ცდილობენ შემოიჭრნენ ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტების, ბიზნესების და ორგანიზაციების, მათ შორის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კიბერ ინფრასტრუქტურაში, აბსოლუტურად არ არსებობს გავლენა არჩევნების შედეგზე“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი