ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ ბრენანი აფრთხილებს ტრამპს, ენას კბილი დააჭიროს
15-01-2017, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიმავალი დირექტორი ჯონ ბრენანი აფრთხილებს შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ მას შემდეგ რაც თეთრ სახლში შევა, მოერიდოს შენიშვნების კეთებას და დაუკვირდეს თავის გამონათქვამებს.

 


როგორც BBC იტყობინება, მან თქვა, რომ სპონტანურობა არ შედის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში.

 


„ტრამპი ცნობილია ეროვნული მნიშვნელობის ოფიციალური განცხადებების „თვითერზე“ მუდმივად გამოქვეყნებით.

 


ბრენანმა ასევე თქვა, რომ ტრამპმა სრულად ვერ შეაფასა რუსეთის შესაძლებლობები თუ განზრახულობანი.

 

 

„მე ვფიქრობ, რომ ტრამპს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთისთვის ცოდვების შენდობის საკითხში იმ სხვადასხვა ქმედებებისთვის, რომელიც მას წარსულ წლებში აქვს ჩადენილი, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან, ძალიან ფრთხილი“, - განაცხადა მან Fox News Sunday-სთან ინტერვიუში.

 

 

მისი შენიშვნები გამოითქვა ერთი კვირის შემდეგ, რაც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების მიერ ანგარიშის არასაიდუმლო ნაწილი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთს განეხორციელებინა ჰაკერული თავდასხმა ამერიკის 2016 წლის არჩევნებზე, პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

 


ტრამპი მანამდე რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას „სასაცილოს“ უწოდებდა და მხოლოდ ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღიარა სადაზვერვო სამსახურების ანგარიში.

 


ამასობაში, ორივე მხარემ, კრემლმა და ტრამპის გუნდმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს რეიკიავიკში.

 

 

ბრიტანულმა Sunday Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განზრახული აქვს პირველი ვიზიტი ისლანდიაში განახორციელოს და იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის თაობაზე ბრიტანელ ჩინოვნიკებს თითქოს ტრამპის გარდამავალმა გუნდმა განუცხადა. Sunday Times-ი იუწყება, რომ გამოცემის წყაროები ამ გეგმებს ვითომცდა ლონდონში, რუსეთის საელჩოში განიხილავდნენ და ყვებოდნენ იმის შესახებ, რომ მოსკოვი გეგმავდა სამიტის ჩატარებაზე თანხმობის განცხადებას.

 

 

თავის მხრივ რუსეთის საელჩომ აღნიშნულს „სისულელე“ უწოდა. ბრიტანული გამოცემის ინფორმაცია ასევე უარყვეს აშშ-ის არჩეულის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და მას „ასპროცენტიანი ტყუილი“ უწოდეს.

 

 

 

 

 

 

30 წლის წინათ ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველ მდივან მიხეილ გორბაჩოვსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის გაიმართა. მაშინდელი სამიტის დროს მოსკოვმა და ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ცივი ომის შეწყვეტისაკენ და საფუძველი დაუდეს სტრატეგიული იარაღის შემცირებას.

 


ბრენანმა განაცხადა, რომ „ლაპარაკი და თვითერზე განცხადებების კეთება“ არ არის არჩევანი ტრამპისთვის, რომელიც რამდენიმე დღეში, პარასკევს, თეთრ სახლში ოფიციალურად შედის.

 


„სპონტანურობა არ არის ისეთი რამ, რაც იცავს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და ამგვარად, როცა ის ლაპარაკობს და რეაქციას გამოხატავს, დარწმუნებული უნდა იყოს რომ შედეგები და გავლენა შეერთებულ შტატებზე შესაძლოა ღრმა იყოს“, - განაცხადა ბრენანმა.

 


„ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტრამპი. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება“.

 


CIA-ის დირექტორი ასევე შეეხო ტრამპის ბრალდებას სადაზვერვო სამსახურებისადმი, რომ მათგან მოხდა გაჟონვა დაუსაბუთებელი დოსიესი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის უშიშროების სამსახურებს ტრამპზე მაკომპრომიტირებელი ბიზნეს და სექსუალური მასალები გააჩნიათ, რაც შეიძლება მის დასაშანტაჟებლად იყოს გამოყენებული.

 


„ის რაც ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო ისაა, რომ სადაზვერვო საზოგადოება ნაცისტურ გერმანიასთან გაიგივდა“, - თქვა ბრენანმა და ტრამპის გასულ ოთხშაბათს „თვითერზე“ გამოქვეყნებული განცხადება დაიმოწმა.

 


„ტრამპს არ აქვს საფუძველი თითი სადაზვერვო საზოგადოებისაკენ გაიშვიროს ინფორმაციის გაჟონვის გამო, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისათვის“.

 

 

არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ განცხადებები „სიყალბე და თაღლითობა“ იყო.

 


რუსეთი ასევე უარყოფს დოსიეს არსებობას და აცხადებს, რომ ბრალდებები, რომ იგი ჰაკერული გზით ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, „კუდიანებზე ნადირობის გამხსენებელია“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი