რუსეთი აცხადებს, რომ „დაიღალა“ ამერიკის მხრიდან ჰაკერული ბრალდებებისაგან და ეს მას „კუდიანებზე ნადირობას“ ახსენებს
09-01-2017, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ბრალდებები, რომ მან აწარმოა ჰაკერული კამპანია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, „კუდიანებზე ნადირობის გამხსენებელია“.

 


კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი დაიღალა ბრალდებებისაგან. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების მიერ მომზადებული ანგარიში უსაფუძვლოა.

 


ეს არის პირველი ოფიციალური რეაქცია მოსკოვისგან მას შემდეგ რაც პარასკევს, 6 იანვარს სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებმა დონალდ ტრამპს ანგარიში გააცნეს.

 


ორშაბათს, თემის კომენტირებისას, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი „კატეგორიულად უარყოფს, რომ მოსკოვი ჩართული იყო რაიმე სახის ჰაკერულ თავდასხმებში“.

 


„უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც არაფრით არ არის გამყარებული, არის მრავალჯერ გადმოცემული დილეტანტური, არაპროფესიული გზით. ჩვენ არ ვიცით თუ რა ინფორმაციას ეყრდნობიან ფაქტობრივად ისინი“, თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ განცხადებები „კუდიანებზე ნადირობას“ აგონებს.

 


ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ანგარიშის არასაიდუმლო ნაწილი შეიცავს ბრალდებებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, განეხორციელებინათ ჰაკერული თავდასხმა „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონულ წერილებზე, რათა ზიანი მიეყენებინათ დონალდ ტრამპის მეტოქის, ჰილარი კლინტონისთვის და გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი