საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას გერმანიის მიგრანტთა ლიბერალური პოლიტიკის შესახებ მწვავედ უპასუხა.
„[ევროპას] არ სჭირდება გარედან რჩევა იმის შესახებ თუ რა უნდა ქნას მან“, -განაცხადა ოლანდმა.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 მილიონზე მეტი მიგრანტის ქვეყანაში შეშვებით „ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა.
მან თქვა, რომ მერკელი ჯერჯერობით ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერია და ევროკავშირი გერმანიისთვის გამტარი ორგანიზმია.
ტრამპმა თავისი საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და დეტალების შესახებ ინტერვიუ ბრიტანულ და გერმანულ გაზეთებს მისცა.
როგორც მან the Times და Bild-ს უთხრა მისი პრიორიტეტია შექმნას უფრო სამართლიანი სავაჭრო ხელშეკრულებები შეერთებული შტატებისთვის და ჰქონდეს ძლიერი საზღვრები. და ვაჭრობის საკითხეზე ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება გონივრული სავაჭრო პოლიტიკა, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა.
თავად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს მისი საკითხები და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპის შენიშვნები.
„მე გავიფიქრე, გულწრფელად, არამართებული იყო შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მხრიდან სხვა ქვეყნების პოლიტიკაში პირდაპირი მეთოდით შეჭრა“, - უთხრა ოლანდმა CNN-ს.
ტრამპი ასევე დაემუქრა გერმანულ ავტომწარმოებლებს იმპორტის მაღალი ტარიფების დაწესებით.
კომპანიები, მათ შორის BMW, Volkswagen-ი და Daimler -ი ქარხნებს მექსიკაში ამუშავებენ, სადაც ნაკლები ხარჯები აქვთ და იქედან შეერთებული შტატების ბაზარზე ახდენენ ექპორტირებას.
მაგრამ ტრამპმა თქვა: „მე ვეტყოდი მათ, არ დაკარგონ თავიანთი დრო და ფული თუ მათ არ უნდათ სხვა ქვეყნებში გაყიდვა - ეს იქნებოდა ნორმალური მაშინ, თუ კი მექსიკაში გინდა აშენება ქარხნის.
„მე ვეტყოდი BMW-ს, თუ შენ გინდა ქარხნის აშენება მექსიკაში და ავტომანქანების გაყიდვა შეერთებულ შტატებში, 35% გადასახადის გადახდის გარეშე, დაივიწყე ის“.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO დრომოჭმულია, რადგან მან ტერორისტული თავდასხმებისაგან თავდაცვა ვერ შეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმგვარი კრიტიკა მივიღე, როცა მე ვთქვი, რომ NATO დრომოჭმული იყო“, - უთხრა ტრამპმა ბრიტანულ გაზეთს. „ის დრომოჭმულია, რადგან ის ვერ ართმევდა თავს ტერორს. მე მივიღე ბევრი კრიტიკა ორი დღის განმავლობაში და შემდეგ მათ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ტრამპი მართალია“.
ტრამპმა დაამატა, რომ NATO -ს ბევრი წევრი ქვეყანა არ იხდის თავიანთ სამართლიან წილს იმის სანაცვლოდ, რომ მათ შეერთებული შტატები იცავს.
„ბევრი ეს ქვეყნები არ იხდიან, რასაც უნდა იხდიდნენ, რაც მე ვფიქრობ რომ ძალიან უსამართლობაა შეერთებული შატების მიმართ“, - განცხადა ტრამპმა The Times-თან ინტერვიუში. „ამის თქმის მიუხედავად, NATO ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რასაც უნდა იხდიდეს. ხუთი. ეს არაა ბევრი“.
ტრამპის კომენტარებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ NATO „დრომოჭმულია“, ალიანსში „წუხილის“ მიზეზი გახდა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვები ეწინააღმდეგება არჩეული პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ კომენტარს.
NATO-ს მიმართ ტრამპის მიერ მისი პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 8 ნოემბრიდან რამდენიმე დღეში გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.