Nato-ს გენერალური მდივანი ტრამპს, რომელმაც ალიანსს დრომოჭმული უწოდა, აფრთხილებს - „მარტო სვლა არ არის არჩევანი, არც ევროპისთვის და არც შეერთებული შტატებისთვის"
13-11-2016, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.

 

 

მან განაცხადა, რომ დასავლეთი ამ თაობის განმავლობაში მისი უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.

 

 

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა დასავლური სამხედრო ალიანსი Nato აღწერა როგორც დრომოჭმული ორგანიზაცია.

 

 

ტრამპმა ივლისში, ბევრში გამოიწვია შეშფოთება, როცა რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან თანხმობა განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება არ დაიცვას ალიანსის სხვა წევრები, თუკი ისინი არ გაიღებენ სამხედრო ხარჯებისთვის საკმარის თანხებს და ნართაულად გადაჰკრა სიტყვა, რომ მან შესაძლოა გამოიყვანოს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეერთებული შტატების ძალები. ამის ნაცვლად კი ტრამპმა უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი რუსეთთან გამოხატა.

 

 

ბრიტანულ გაზეთ „ობზერვერში“ გამოქვეყნებულ წერილში სტოლტენბერგი დათმობაზე წავიდა ტრამპის მიერ ალიანსის ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატული აზრისადმი, რომ მათ უფრო დიდი ფინანსური წვლილი უნდა შეიტანონ ალიანსში, რადგან შეერთებული შტატები ამჟამად ნატო-ზე დაახლოებით 70%-ს ხარჯავს. მაგრამ მან დაამატა, რომ ამერიკის ლიდერები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ მათ გააჩნდათ ღრმა სტრატეგიული ინტერესი სტაბილური და უსაფრთხო ევროპის არსებობის თვალსაზრისით.

 


„ამ გაურკვეველ დროში ჩვენ გვესაჭიროება ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა და ჩვენ გვესაჭიროება ევროპელები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ თავის წილ პასუხისმგებლობას ამ ტვირთის გასაწევად“, წერს ნატო-ს გენერალური მდივანი და ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი.

 

 

„მაგრამ ყველაფერზე მაღლა ჩვენ გვესაჭიროება ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობის გათვითცნობიერება. ეს შეუცვლელი რჩება.

 


„მარტო სვლა არ არის არჩევანი, არც ევროპისთვის და არც შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ, ამ თაობაში ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეს არ არის დრო ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის ფასეულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

 

 

იგი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებზე 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმა იყო ერთადერთი პერიოდი, როცა ნატო-მ აამოქმედა თვით-თავდაცვის მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა წევრ სახელმწიფოს ერთად დგომას, თუკი რომელიმე მათგანზე თავდასხმას ექნება ადგილი.

 


„ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სიმბოლო. ნატო ავღანეთის ოპერაციას სათავეში ჩაუდგა. მას შემდეგ ასეულობით ათასი ევროპელი ჯარისკაცი მსახურობს ავღანეთში.

 


„და 1000-ზე მეტმა საბოლოო ფასი გაიღო ოპერაციაში, რომელიც პირდაპირი პასუხია შეერთებულ შტატებზე თავდასხმისა“.

 

 

როგორც BBC-ის ჟურნალისტი ვაშინგტონში პოლ ადამსი აცხადებს, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ტრამპის საარჩევნო კამპანიისას მის კომენტარებს ოცნების საგნად თვლიდა და არც კი მოელოდა მის გამარჯვებას, ახლა როდესაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, ამგვარი მიდგომები ალიანსისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევა.

 


მისივე თქმით, ტრამპის აშკარა თაყვანისცემა პუტინისადმი, ამ წუხილს ამძაფრებს.

 

 

პარასკევს პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპს შეუძლია რუსეთთან ნდობის აღდგენაში დახმარება ნატოს-ს დარწმუნებით, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები რუსეთის საზღვრებიდან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი